ავტორი:

"შვილიშვილები მეკითხებინ, პანდემია რომ დამთავრდება, რაჭაში თუ წაგვიყვანო... უნდა წავიყვანო, იქაურობა მენატრება" - ამირან გამყრელიძე

"შვილიშვილები მეკითხებინ, პანდემია რომ დამთავრდება, რაჭაში თუ წაგვიყვანო... უნდა წავიყვანო, იქაურობა მენატრება" - ამირან გამყრელიძე

"ყველაზე მეტად მენატრება ლამაზი დღეები სოხუმის ზღვის სანაპიროზე" - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "პოსტ TV"-ის ეთერში კითხვას, რა ენატრება ყველაზე მეტად.

მისი თქმით, ასევე ენატრება მშობლიური რაჭა, სადაც პანდემიის დასრულების შემდეგ აუცილებლად ჩავა.

"სოხუმში ხშირად ვეღარ ჩავდივარ და იქაურობა მენატრება. გუშინ შვილიშვილები მეკითხებოდნენ, პანდემია რომ დამთავრდება, რაჭაში თუ წაგვიყვანო... უნდა წავიყვანო, რადგან ასევე მენატრება იქაურობა. მენატრება მშობლები, ის ადამიანები ვინც დღეს ჩემთან არ არის. რაც უფრო ასაკში შედიხარ მონატრება უფრო მეტია" - აღნიშნა გამყრელიძემ.

მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებსაც მიმართა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სოხუმსა და აფხაზეთში ბევრი მეგობარი ჰყავს.

"დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს ვეტყოდი, ვიყოთ ისევ ერთად, როგორც ვიყავით 1991 წლამდე. ერთად უფრო ძლიერ სახელმწიფოს ავაშენებთ. უფრო ლამაზს და კარგს. აფხაზეთში სახლი მაქვს, მთელი ჩემი ბავშვობა ლიძავასა და სოხუმში მაქვს გატარებული. ისევე როგორც ცხინვალში... რაჭაში ცხინვალის გავლით მივდიოდი და იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. კიდევ ერთხელ მათ მოვუწოდებ და ვეტყვი, რომ ვიყოთ ისევ ერთად" - აღნიშნა გამყრელიძემ.

"ჩემი ცხოვრება ერთხელ უკვე გაჩერდა 1995 წელს და დავაბრუნებდი მანამდე პერიოდს" - ამირან გამყრელიძე

ბათუმის პლაჟზე ხალხმრავლობაა - ფოტოები საზღვაო კურორტიდან

ნანუკა გუდავაძის ახალი ცხოვრება - როგორ შეიცვალა ყოფილმა მოდელმა ჩაცმის სტილი ბერა ივანიშვილზე გათხოვების შემდეგ