ავტორი:

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში 36 წლის მამაკაცს დიდი რაოდენობით სუბოტექსი და მარიხუანა აღმოაჩნდა - პაციენტს ფსიქიკური პრობლემები აქვს

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში 36 წლის მამაკაცს დიდი რაოდენობით სუბოტექსი და მარიხუანა აღმოაჩნდა - პაციენტს ფსიქიკური პრობლემები აქვს

თერჯოლაში ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებულ პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. 36 წლის მამაკაცი გერმანიიდან 9 მაისს ჩამოფრინდა. ის თბილისში, კარანტინში იმყოფებოდა, ფსიქიკური პრობლემების გამო, კი თერჯოლის კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკა "იმერმედის" დირექტორის დავით სარიშვილოს თქმით, მამაკაცს კორონავირუსზე აუღეს ანალიზი, უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, კი პალატაში გადაიყვანეს, სადაც მისი შემოწმება მოხდა.

მისივე ინფორმაციით, მამაკაცს 38 აბი სუბოტექსი და მარიხუანა აღმოაჩნდა, გამოიძახეს პოლიცია და ახალგაზრდა მამაკაცი წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

დირექტორის თქმით, როგორც მან სამართალდამცველებს განუცხადა, სარგებლობს ჩანაცვლებითი თერაპიის სპეცპროგრამით და მედიკამენტები სამკურნალოდ სჭირდებოდა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის საჩხერელ ბიზნესმენს ბრალი წარუდგინეს

ვინ არის ტერორიზმში ბრალდებული ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ-ბარა შიშანი, რომლის ექსტრადირებაც უკრაინიდან განხორციელდა

უკრაინიდან, ტერორიზმისთვის ძებნილი, ცეზარ ტოხოსაშვილის, იგივე ალ-ბარა შიშანის ექსტრადირება განხორციელდა