ავტორი:

დათა ახალაიასა და ანი ბენიძეს ტყუპი ვაჟები შეეძინათ

დათა ახალაიასა და ანი ბენიძეს ტყუპი ვაჟები შეეძინათ

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის(კუდი) ყოფილ უფროსს, დათა ახალაიასა და მის მეუღლეს, ანი ბენიძეს ტყუპი შეეძინათ.

აღნიშნულის შესახებ სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. დათა ახალაიას ცოლმა ანი ბენიძემ "ფეისბუქის“ პირად გვერდზე ახალშობილთა სამაჯურები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა რომ წყვილს ვაჟები, გიორგი და დემეტრე შეეძინა.

ისინი მეგობრებისგან უამრავ მილოცვას იღებენ. ანი და დათა 2011 წელს დაქორწინდნენ, ხოლო პირველი შვილი 2012 წელს შეეძინათ, რომელსაც დათას ძმის, ბაჩოს პატივსაცემად, ბაჩო დაარქვეს.

ამჟამად დათა ახალაიას პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვს და როგორც ცნობილია, ის ოჯახთან ერთად უნგრეთში ცხოვრობს.

"მძღოლები ისე აბღუვლებდნენ მანქანებს... ერთგან გოგო-ბიჭები მზესუმზირას ჭამდნენ" - გოგა ჩანადირის ფოტოები წუხანდელი თბილისიდან

"ქუჩებში ახალი წელია... ჩემმა უბანმა ფოიერვერკით გააცილა" - რა ხდებოდა თბილისში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ

"ეკლესიის სახელით მოვიდა დახმარება 27 ტრანსგენდერ ქალზე..." - რა ფოტოებს აქვეყნებს ნატა ფერაძე