ავტორი:

საქართველოში 4 ადამიანს მილიარდი ჰქვია - რა უჩვეულო და საინტერესო სახელებს არქმევენ ჩვენს ქვეყანაში

საქართველოში 4 ადამიანს მილიარდი ჰქვია - რა უჩვეულო და საინტერესო სახელებს არქმევენ ჩვენს ქვეყანაში

საქართველოში წლების განმავლობაში არქმევდნენ ბავშვებს საყვარელი სერიალის გმირების, მსახიობების თუ სხვადასხვა სფეროს ვარსკვლავების სახელებს. თუ ადრე ბრაზილიური და ვენესუელური სერიალების გმირების სახელები იყო მოდური, ბოლო წლებში ისინი თურქული სერიალის გმირებმა ჩაანაცვლეს - მაგალითად, 2018 წელს საქართველოში დაბადებულ რამდენიმე ბავშვს დაარქვეს მშობლებმა ზეჰრა, ელიფი, ონური და სხვა ცნობილი სერიალების გმირების სახელები.

თუმცა, საინტერესო და იშვიათი სახელები მხოლოდ სერიალების გმირებით არ შემოიფარგლება. საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები სახელად მილიარდი, კეკლუცა, გარინჩა და სხვა.

ეს საინტერესო სტატისტიკა AMBEBI.GE-მ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე მოიძია.

საქართველოში ყველაზე იშვიათი სახელებია:

  • მილიარდი
  • მხედარი
  • ვინარი
  • კუკუშა
  • ედემი
  • ფუჩქი
  • ფიზიკა
  • პელე
  • გარინჩა
  • ნიუტონი
  • სევდაგულ
  • ფემისტოკლე
  • კეკლუცა
  • ნექტარი
  • ლამაზი
  • ვარგისო

სააგენტოს მონაცემების მიხედვით, სახელი მილიარდ 4 ქალს ქვია საქართველოში, 12 ქალს ჰქვია - სევდაგულ. ნექტარის სახელით საქართველოში მამრობითი სქესის 17, ხოლო მდედრობითი სქესის 5 ადამიანი ცხოვრობს.

ლამაზი - საქართველოში ორ მამაკაცს და 6 ქალს ჰქვია, ასევე ქვეყანაში გვყავს ერთი გარინჩა და ორი პელე (ორივე სახელი რა თქმა უნდა, მამაკაცებს ჰქვიათ).

არც ისე იშვიათი აღმოჩნდა სახელი ედემი - ის საქართველოში 335 მამაკაცს და 8 ქალს ჰქვია. სახელი კეკლუცა 5 ქალს ჰქვია ჩვენს ქვეყანაში, ხოლო ფიზიკა - 2 ქალს.

ბიჭი ბანერებით - ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი, რომელიც უჩვეულო საკითხებს "აპროტესტებს"

დღეს ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხვალიდან კი ამინდი მკვეთრად გაუარესდება

მზიურის რეაბილიტაცია სრულდება - როგორ გამოიყურება თბილისელების საყვარელი პარკი