ავტორი:

11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულ საჩხერელ ბიზნესმენს პატიმრობა შეეფარდა

11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულ საჩხერელ ბიზნესმენს პატიმრობა შეეფარდა

საჩხერეში 11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულ პირს, ბ.ი.-ის აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად გაიმართა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ადვოკატის ავთანდილ ბუცხრიკიძის ინფორმაციით, ისინი არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მისი თქმით, დაცვის მხარემ 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ, პროკურატურის არგუმენტების გამო, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის განცხადებით, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 7 ივლისს გაიმართება.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით,სამართალდამცველებმა ბ.ი. 2020 წლის 16 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ“" ქვეპუნქტით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საჩხერელი ბიზნესმენი 30 წლის ბესიკ ივანაშვილი სამართალდამცველებმა 16 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის აპრილისა და მაისის თვეში მან 11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

თბილისის ერთ-ერთ ლომბარდში მისი მეპატრონე გარდაცვლილი იპოვეს

11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის საჩხერელ ბიზნესმენს ბრალი წარუდგინეს

ვინ არის ტერორიზმში ბრალდებული ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ-ბარა შიშანი, რომლის ექსტრადირებაც უკრაინიდან განხორციელდა