ავტორი:

რას ამბობს პაატა იმნაძე საჩხერეში მომხდარ ფაქტზე, სადაც პაციენტს კორონავირუსი განმეორებით დაუდგინდა

რას ამბობს პაატა იმნაძე საჩხერეში მომხდარ ფაქტზე, სადაც პაციენტს კორონავირუსი განმეორებით დაუდგინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მამაკაცის შემთხვევას ეხმაურება, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან გაწერეს, თუმცა თვითიზოლაციაში ყოფნის დროს, ვირუსი ისევ დაუდასტურდა.

როგორც ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" პაატა იმნაძემ განაცხადა, ეს უჩვეულო შემთხვევა არ არის.

მისივე განმარტებით, ვინაიდან კორონავირუსი მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ამოუცნობი დაავადებაა, გამოჯანმრთელებულ პაციენტს 2 კვირის განმავლობაში საზოგადოებაში არ აბრუნებენ.

"ეს არ არის ახალი და უჩვეულო შემთხვევა, ეს ჯერ კიდევ ჩინეთში იყო დაფიქსირებული, მერე კორეაში იყო თუ არ ვცდები, 150-მდე ასეთი შემთხვევაა აღწერილი. სწორედ ამიტომ არის ეს დაავადება ვერაგი და მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ბოლომდე ამოუცნობი, რომ ასეთი რაღაცეები ახასიათებს.

ასეთი ფაქტები დაფიქსირებულია. ჩვენ გვყავდა საქართველოში პაციენტი, რომელიც იმის შემდეგ, რაც აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ორი თვე იყო ამ ვირუსის მატარებელი. თუმცა, აქაც არსებობს სხვადასხვა თეორიები, მეცნიერული მოსაზრებები, იმის შესახებ რომ ეს ვირუსი ვთქვათ, არ არის ცოცხლი, ანუ ვირუსი თვითონ არ არის ცოცხალი. მოგხსენებათ, ჩვენი დიაგნოსტიკის მეთოდი ვირუსის გენეტიკური მასალის აღმოჩენას ემყარება. არის თეორია, რომ ეს ვირუსი კი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მისი რივონეპლეინის მჟავის ნარჩენები მაინც არის ორგანიზმში და მას აღმოაჩენს ტესტები.

ასევე ბევრი კამათი იყო იმაზეც, როცა ავადმყოფს აღარ აქვს და მერე ისევ გამოავლინდება ეს ვირუსი, აქაც რა ხდება - თავიდან ინფიცირებაა, იმიტომ რომ ეს დაავადება იმუნიტეტს არ ტოვებს, თუ გაქრა ვირუსი, მაგრამ სადღაც ორგანიზმში შეინახა.

ბევრი თეორიაა, ფაქტი ერთია, ასეთი რაღაცეები ხდება ამ დაავადების დროს. ამიტომაც არის, რომ ყველა გამოჯანმრთელებული, მას შემდეგ რაც 2 ტესტი უარყოფითი ექნება, პირდაპირ საზოგადოებაში არ ბრუნდება და ისევ გადადის 2-კვირიან თვითიზოლაციაში. ამიტომაც ვიღებთ ასეთ ზომებს, რომ ეს დაავადება ახალია, ეს დაავადება უცნობია, ჯერ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით მის შესახებ“, - განაცახდა იმნაძემ.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

როგორ შეიცვალა თბილისის სამ გამზირზე ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები 2019 წელთან შედარებით

5000 მგზავრისთვის გაწეული მომსახურება  და  3 მილიონ ლარამდე კომპენსაცია - სააგენტო flyhelp ავიამგზავრების უფლებებს იცავს