ავტორი:

როგორ გვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტები - "საქართველო ჩემს გულშია, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები!"

როგორ გვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტები - "საქართველო ჩემს გულშია, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები!"

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, ქვეყანას მეგობარი სახელმწიფოები - აშშ, ლატვია, პოლონეთი, ესპანეთი და სხვა ქვეყნები ულოცავენ.

დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავს Google-იც - ყველაზე ცნობილი საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე განთავსებულ სპეციალურ ბანერზე საქართველოს სახელმწიფო დროშაა გამოსახული.

მასზე დაკლიკების შემთხვევაში კი გადავდივართ Google-ის საძიებო სისტემაში, სადაც ყველა იმ ინფორმაციაზე წვდომაა, შესაძლებელი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ინტერნეტქსელში მოიპოვება.

ამ მნიშვნელოვან თარიღს საქართველოს ულოცავენ ჩვენს ქვეყანაზე შეყვარებული უცხოელი ტურისტებიც. ამის შესახებ ფოტოებსა და მილოცვებს ისინი "ფეისბუქის" მრავალრიცხოვან ჯგუფში - Spend 4 Seasons in Georgia აქვეყნებენ.

"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ საქართველო, შენი პოლონელი და ჰოლანდიელი მეგობრები" - წერს კასია დაჩი.

"გაუმარჯოოს საქართველო! Независимости Украины праздную в Грузии" - წერს უკრაინელი ირანა ხავერი

"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ დიდი ბრიტანეთიდან. იმედს ვიტოვებ, ერთ დღეს კვლავ დავბრუნდები საქართველოში" - წერს ბრიტანელი ტურისტი ჯეკ კაფი.

ლიეტუველი მიშელ დელგაარდი კი კახეთში, ქართულ სუფრაზე გადაღებული მადისაღმძვრელი ფოტოთი ულოცავს ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს. "შევხვდებით საქართველოში" - წერს ტურისტი.

"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს! ჩინელ ხალხს უყვარხართ და გაფასებთ თქვენ" - წერს ჩინელი ტურისტი ჩონგუანგ ჟოუ და თბილისში გადაღებული ფოტოს აქვეყნებს.

"საქართველო, ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე! გიგზავნით სიყვარულს ინდოეთიდან" - წერს ინდოელი ტურისტი კრიშანკან გაური.

"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, ჩემო საყვარელო საქართველო!" - წერს უკრაინელი ტურისტი სვეტლანა.

"Gamarjoba Sakartvelo!!! Gilocavt kartvelo megobrebi dges!!!!" - წერს ფრანგი ტურისტი გიიომ ფონტანი.

"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, ძვირფასო საქართველო! რამდენჯერაც ჩამოვდივარ, ხელახლა შევიგრძნობ სიცოცხლეს. გიგზავნით სიყვარულს აზერბაიჯანიდან!" - წერს ნიჯატ რზაიევი.

"დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს დიდებულ ხალხს! ბედნიერება და წარმატებებს გისურვებთ! საქართველო ყოველთვის ჩემს გულშია, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები! მიყვარს საქართველო, მენატრება საქართველო!" - წერს აბერ ფარუკი სირიიდან.

მთავარი ფოტო: ლანა რუშიჩი დანიიდან

აშშ-ში მცხოვრები მამაკაცი მომაკვდავი მეგობრისთვის ქართული კერძების მომზადებაში დახმარებას ითხოვს - "ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ სიცოცხლის 2 თვე დარჩა..."

"16 წლის სკოლის მოსწავლით გამოგვცადეს მთელი ოჯახი, ეს იყო ენით აუწერელი სისასტიკე" - რას წერს ეკა ბესელია იუბილარ შვილზე

როგორ ცხოვრობენ მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი და რძალი - საინტერესო დეტალები ედუარდსა და ადინაზე, რომელიც ძალიან ჰგავს დედამთილს