ავტორი:

"აქ რამდენიმე წარმატებული ბიზნესი მაქვს... მიხარია, რომ მამა საქართველოშია" - როგორია ნუგზარ რუხაძის მუსიკოსი შვილის ამერიკული ცხოვრება

"აქ რამდენიმე წარმატებული ბიზნესი მაქვს... მიხარია, რომ მამა საქართველოშია" - როგორია ნუგზარ რუხაძის მუსიკოსი შვილის ამერიკული ცხოვრება

ბორის რუხაძე ქართველი ჟურნალისტისა და ანგლისტის - ნუგზარ რუხაძის ვაჟია და აშშ-ში, ვაშინგტონში ცხოვრობს. იგი მეწარმე და მუსიკოსია, თავის ბენდთან - "The Georgian" ერთად, აქტიურად მუშაობს ახალ სიმღერებზე და სამომავლოდ, საინტერესო გეგმები და ოცნებები აქვს, რაც საქართველოსაც უკავშირდება. ბორისი თავისი საქმიანობის, ოჯახის, საქართველოსთან მისი კავშირის შესახებ გვიამბობს და აღნიშნავს, რომ დიდი სურვილი აქვს, საკუთარ სახლში მალე დაბრუნდეს, რათა ფესვებს არ მოსწყდეს...

- გვიამბეთ თქვენსა და თქვენი ოჯახის შესახებ, როგორ ცხოვრობთ აშშ-ში?

- ამერიკაში, ქალაქ ვაშინგტონის შემოგარენში ვცხოვრობ, დედაჩემის - მედეა ნამორაძე-რუხაძისა და ჩემი ქალიშვილის - მატილინ რუხაძის მახლობლად.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა კორონავირუსის პირობებში? თქვენი ბენდი ამ სიტუაციაში მუშაობას ახერხებს?

- გლობალური ეპიდემია დიდი უბედურებაა, მაგრამ ჩვენმა ჯგუფმა ადაპტირება მოახდინა დროში, რაშიც დაგვეხმარა ჩვენი მომავალი ალბომი "მომავლის დევნაში" (Chasing Tomorrow). ახლა ამაზე ვმუშაობთ და ნახევარი უკვე გაკეთებული გვაქვს.

- რამდენი ხანია, რაც ბენდთან ერთად მუსიკალურ სფეროში ხართ?

- ჩემს მუსიკალურ პარტნიორთან - ჯორჯ ჰურისთან ბავშვობის დროინდელი მეგობრობა მაკავშირებს. ჭაბუკობიდან მოყოლებული, ერთად ვწერდით მუსიკას და ამ მუსიკის სტუდიურ ჩანაწერებსაც ვაკეთებდით. წელს გადავწყვიტეთ, პროფესიულ დონეზე აგვეყვანა ჩვენი მაშინდელი გატაცება.

- რა არის თქვენი ძირითადი მიმდინარეობა, სტილი?

- ჩვენი ჯგუფი "The Georgian" ორიენტირებულია მუსიკალურად გამართული და შინაარსიანი სიმღერების წერაზე, პირდაპირი ინსტრუმენტალიზაციის გამოყენებით. მე ვმღერი და ჯორჯი რეპს ასრულებს. ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე იქონია ბრუნო მარსმა და 90-ანი წლების R&B ჯგუფებმა, როგორიცაა "Boys 2 Men" და "Jagged Edge". ჩვენი ჯგუფის ჰიპ-ჰოპური შთაგონების ძირითადი წყარო არის თუფაქი.

- რა სეგმენტია თქვენი მსმენელი და სად ატარებთ კონცერტებს?

- ჩვენი მსმენელია ყველა, ბავშვებით დაწყებული, ზრდასრულებით დამთავრებული. ისეთ მუსიკას ვწერთ, რომელთანაც ყველა პოულობს საერთოს, რადგან ის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეხება. ამით მსმენელთა მთლიან სპექტრს ვაკმაყოფილებთ. ჯორჯი თავის რეპერტუარს ასრულებდა ქალაქ ვაშინგტონის უმნიშვნელოვანეს საკონცერტო დარბაზებში და ახლა, ვაპირებთ, ერთად გავაფართოოთ ჩვენი საშემსრულებლო არეალი როგორც ბენდმა, ეროვნულ დონეზე. ჯორჯი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. ასე რომ, ჩვენ ორს შორის მთელი ამერიკაა გადაჭიმული, დასავლეთიდან აღმოსავლეთ სანაპირომდე.

ბორის რუხაძე დედასთან ერთად

- როგორც ვიცი, ოპერა გიყვართ.

- დიახ, ოპერა ჩემი პირველი სიყვარულია. ოპერასთან შეხება ადრეული ბავშვობიდან მქონდა, დედაჩემის, მედეა ნამორაძის წყალობით. დედა ცნობილი საოპერო მომღერალია და საოპერო სიმღერის მასწავლებელი. მის გამოსვლებს ვესწრებოდი. მაგალითად, Kennedy Center-ში და Carnegie Hall -ში. თანდათან ვეჩვეოდი და მიყვარდებოდა შესრულებულ ნაწარმოებთა მუსიკალობა, სიმფონია, კოსტიუმები, მხატვრულობა და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ოპერას უდიდესი გავლენა აქვს ჩემი, როგორც მუსიკოსის განვითარებაზე.

- როგორია აშშ-ში მუსიკოსის ცხოვრება, ანაზღაურება?

- სულ არაფერი რომ არ ვთქვათ, ეს ძვირად ღირებული საქმეა. შინაგანად მზად უნდა იყო დიდი ინვესტიციისთვის, რომ შედეგი მიიღო. დაკვრა ხარჯიანი რამაა და არა მხოლოდ ფულზეა აქ საუბარი - დროც ბევრი უნდა. საბედნიეროდ, ინტერნეტში არსებული ყველა საჭირო პლატფორმა დამოუკიდებელ შემსრულებლებს საშუალებას აძლევს, მუსიკალური ნაწარმოები დიდი ცნობადობის გარეშე გამოუშვან.

- თქვენ რუგზარ რუხაძის შვილი ხართ. გვიამბეთ მამასთან თქვენს ურთიერთობაზე. სიშორის გამო, ალბათ ხშირად ვერ ნახულობთ.

- მე და მამას ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს. მანძილი ვერაფერს უშვრება ჩვენს სიახლოვეს. ვაპირებ, ჩამოვიდე და ვინახულო, როგორც კი კარანტინი მოიხსნება. მიხარია, რომ მამა საქართველოში ცხოვრობს - ეს ამაგრებს ჩემს კავშირს სამშობლოსთან...წაიკითხეთ სრულად

მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

რა შეზღუდვები მოიხსნება საქართველოში 29 მაისიდან 8 ივნისამდე?

რესტორნები და სასტუმროები სტუმრებისთვის სრული მომსახურების გაწევას 8 ივნისიდან შეძლებენ