ავტორი:

მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, მგზავრებს პირბადის ტარების ვალდებულება ექნებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან დაწვრილებით განმარტა, როგორ აღადგენს ტრანსპორტი მუშაობას და როგორ გაკონტროლდება პირბადეების ტარება"

"ზეგიდან, 29 მაისიდან დაიწყებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მინდა საზოგადოებამ იცოდეს: როგორც მეტროში, ისე ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია და ეს უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ.

გავუწევთ ამას ზედამხედველობას და კონტროლს. მინდა დავავალო ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს და ქალბატონ მაია ბითაძეს, რომ ეს მიმართულება გაკონტროლებული იყოს. მიკროავტობუსებში მოხდეს ამის კონტროლი, დღესვე შეხვდით ხელმძღვანელობას. მგზავრების პირბადის გარეშე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლა დაუშვებელია, რადგან უნდა დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა.

ასევე, უნდა გავაფრთხილოთ ავტობუსების მძღოლები, რომ არ ჩართონ კონდიცირება - ფანჯრები უნდა იყოს ღია და სივრცე მაქსიმალურად ნიავდებოდეს" - განმარტა კალაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში ვირუსი ჯერ არ არის დაარცხებული, მიღებულია შემდგომი შემსუბუქებების გადაწყვეტილება. კონკრეტულად, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.

წაიკითხეთ ვრცლად: რა შეზღუდვები მოიხსნება საქართველოში 29 მაისიდან 8 ივნისამდე?

"მედიასთან კარგი თანამშრომლობის მაგალითი საკმაოდ ბევრია, ამაზე საჯარო მადლობა მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიტყვი" - ნინო გიორგობიანი

"არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა" - რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი და რა წესების დაცვა მოგიწევთ?

ბათუმის ბავშვთა სახლის 25 აღსაზრდელსა და 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდათ - როგორია მათი მდგომარეობა?