ავტორი:

8 თვის ორსული ანი ბებიას და ილო ბეროშვილის რომანტიკული ფოტოები "ინსტაგრამიდან" - წყვილი პირველ შვილს ელოდება

8 თვის ორსული ანი ბებიას და ილო ბეროშვილის რომანტიკული ფოტოები "ინსტაგრამიდან" - წყვილი პირველ შვილს ელოდება

მსახიობები ილო ბეროშვილი და ანი ბებია პირველ საერთო შვილს ელოდებიან, ანი უკვე 8 თვის ფეხმძიმეა და სოციალურ ქსელში ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს.

წყვილის სიყვარულის ამბავი 2 წლის წინ დაიწყო. მათ ერთმანეთი ერთ-ერთი რადიოგადაცემის ჩაწერისას გაიცნეს. თავიდან რომანტიკულ ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ. ანი და ილო ჯერჯერობით ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან.

ისინი წარსულში სხვა ადამიანებზე იყვნენ დაქორწინებულები, თუმცა მათი წინა ქორწინებები დასრულდა.

"ერთმანეთი რადიოში გავიცანით, სადაც ილო თანაწამყვანი იყო. მაშინ მე დაოჯახებული ვიყავი, ამიტომ ეს იყო ერთი ჩვეულებრივი გაცნობა ჩემთვის. ჩვენი ურთიერთობა რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო, პირველ რიგში ის მომეწონა როგორც ადამიანი. ის უზომოდ შრომისმოყვარე და კეთილია" - ამბობს ანი "ჰელოუსთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მსახიობი იმასაც ამბობს, რომ ოჯახი ილო ბეროშვილთან ურთიერთობის გამო არ დანგრეულა.

ილო ბეროშვილს ორი ქალიშვილი ჰყავს ტელეწამყვან ნელი აგირბასთან. ბავშვებთან კარგი ურთიერთობა აქვს ანი ბებიას და მათ ფოტოებსაც ხშირად ათავსებს "ინსტაგრამზე".

"ოცნებებს რომ აგიხდენს, ისეთი ადამიანი მყავს მე..." - ანი ბებიას და ილო ბეროშვილის "პარიზული არდადეგები"

"მშვიდი და დაღვინებული ეტაპია ჩვენს ურთიერთობაში" - ანი ბებიას და ილო ბეროშვილის რომანტიკული ფოტოები "ფეისბუქიდან"

"არ დავქორწინებულვართ, მაგრამ სრულფასოვანი ოჯახი ვართ" - ანი ბებიას და ილო ბეროშვილის სიყვარულის ისტორია

გიგი დედალამაზიშვილის ქოთნის ყვავილების კოლექცია და მინი "ტყე" ბინაში

ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძეს ტყუპი შეეძინა - "ახალშობილები და დედა კარგად გრძნობენ თავს"

ულამაზესი ქართველი წყვილი შვილის მოლოდინში - ორსული ანა შელიას ფოტო "ინსტაგრამიდან"