ავტორი:

ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი და რისთვის იხდიდა სასჯელს - ყველაფერი კაცზე, რომელიც თანამედროვე აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა

ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი და რისთვის იხდიდა სასჯელს - ყველაფერი კაცზე, რომელიც თანამედროვე აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა

46 წლის შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აშშ-ში და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. მომხდარში საზოგადოება პოლიციელებს ადანაშაულებს.

შემთხვევა ქალაქ მინეაპოლისში მოხდა. ფლოიდს დაკავების დროს პოლიციელმა ყელზე მუხლი დააჭირა და მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯი ევედრებოდა გაეშვა, რადგანაც ვერ სუნთქავდა, პოლიციელმა თხოვნა არ გაითვალისწინა. მოგვიანებით, როდესაც ფლოიდმა უკვე მოძრაობა შეწყვიტა, პოლიციამ სასწრაფო გამოიძახა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.

დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

  • ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი?

ჯორჯ ფლოიდი ტეხასში, ჰიუსტონში ღარიბთა უბანში გაიზარდა. ამ ადგილს "შავი საზოგადოების გულს" უწოდებენ. როგორც BBC წერს, იქ დღემდე ადამიანები წარმოუდგენელ სიღატაკეში ცხოვრობენ, კრიმინალი მძვინვარებს და ძნელია გადარჩე.

აღსანიშნავია, რომ ბიონსეც იმ უბანში გაიზარდა, თუმცა მისგან განსხვავებით, იქ მცხოვრებთა უმეტესობა ცხოვრებაში სწორი გზის პოვნას ვერ ახერხებს და დიდი ნაწილი კრიმინალის გზას ადგება.

ჯორჯ ფლოიდი მოზარდობის პერიოდში წარმატებული სპორტსმენი იყო. 1992 წელს ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა, მოგვიანებით კი კალათბურთს და ამ სპორტშიც ნიჭი აღმოაჩნდა, თუმცა საბოლოოდ, ციხეში აღმოჩნდა.

ის ათლეტური აღნაგობით გამოირჩეოდა. მოზარდობის პერიოდში მეგობრები "კეთილ გიგანტს“ ეძახდნენ.

"12 წლის ასაკში ისეთი გიგანტური იყო, მანამდე ასეთი მაღალი არავინ მინახავს“- იხსენებს ფლოიდს მეგობარი და თანაგუნდელი ჯონათან ვილი.

თავდაპირველად ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა 88 ნომრიანი მაისურით, ხოლო შემდეგ, სამხრეთ ფლორიდაში კოლეჯის კალათბურთის გუნდში იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, ტეხასის A&M-ის უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა არ დაუმთავრებია.

მისი ცხოვრება განსხვავებული გზით წავიდა. როგორც BBC წერს, რასობრივმა დაყოფამ, ეკონომიკურმა უთანასწორობამ, წარმოუდგენელმა სიღარიბემ თავისი კვალი დაატყო და საბოლოოდ, 2007 წელს ნარკოტიკების შენახვისა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს და 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

მისი ახლობლები იხსენებენ, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სურდა ცხოვრება შეეცვალა როგორც თავისთვის, ასევე სიღარიბეში მყოფი მეზობლებისთვის, თუმცა ეს ვერ შეძლო.

სოციალურ ქსელებში ტრიალებს ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, 2017 წელსაა გადაღებული და რომელზე ჩანს, ფლოიდი, რომელიც ევედრება ახალგაზრდა თაობას, რომ შეეშვან ძალადობას, მით უფრო იარაღის გამოყენებას.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/BUaeV_8RXxY" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ფლოიდის ოჯახის თქმით, ის მინოსეტას შტატში 2018 წელს გადავიდა, რადგანაც ძალიან სურდა ახალი ცხოვრების დაწყება. ცდილობდა, რომ გზა ეპოვა ცხოვრების ახალი ფურცლიდან დასაწყებად.

თავდაპირველად მან მინოსეტაში ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციაში დაცვად დაიწყო მუშაობა, შემდეგ სამუშაო შეიცვალა და სატვირთოს მძღოლად გადავიდა, ასევე მუშაობდა ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მას "დიდ ფლოიდს“ ეძახდნენ.

ბევრი ამერიკელის მსგავსად, კორონავირუსის გამო, მანაც დაკარგა სამსახური და შემოსავალი.

პოლიციელი, რომელმაც ფლოიდს ყელზე მუხლი დააჭირა და ჯორჯ ფლოიდი

რაც შეეხება დაკავებას, ცნობილია, რომ პოლიციელებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მან 20 დოლარიანი ყალბი კუპიურით სიგარეტი იყიდა, სწორედ ამის გამო აკავებდნენ. ხოლო რაც შემდეგ მოხდა, მთელმა მსოფლიომ ნახა.

  • საზოგადოების პროტესტი

მომხდარის შემდეგ, COVID-19-ის საფრთხის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ათასობით ადამიანი გარეთ გამოვიდა. თავდაპირველად, პროტესტი მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით, პროცესები უმართავი გახდა. დემონსტრანტებმა სხვადასხვა ქალაქებში ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის შენობებს, ჩაამსხვრიეს შენობების მინები, დააზიანეს სამართალდამცველთა მანქანები. პოლიციელებმა კი თავის მხრივ ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

პოლიციასთან შეტაკებების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი.

სააგენტო "როიტერსის" ცნობით, სამართალდამცავებმა თეთრ სახლთან ახლოს შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

სააგენტოს ცნობით, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მაშინ მოხდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "როუზ გარდენში“ სიტყვით გამოდიოდა და იმუქრებოდა, რომ არეულობის დასასრულებლად ის ქვეყნის დიდ ქალაქებში სამხედროების მობილიზებას განახორციელებდა, თუკი შტატების გუბერნატორები ეროვნულ გვარდიას არ გამოიძახებდნენ.

მანამდე კი დონალდ ტრამპმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს "ავაზაკები" უწოდა და აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

აქციის მონაწილეები სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავე პოლიციელების განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებას მოითხოვენ. დაკავებული ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პოლიციელია. პროტესტანტები ასევე ითხოვენ, რომ ადამიანებს, განურჩევლად კანის ფერისა, თანაბარ პირობებში უწევდეთ ცხოვრება და კანის ფერი პრივილეგია არავისთვის იყოს.

"ვერ ვსუნთქავ" - ჯორჯ ფლოიდის ბოლო სიტყვები, აქციის მონაწილეთა ბანერებზე მთავარი მესიჯია.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად და ასევე აქციის მონაწილეთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში პოლიციელთა ნაწილმა დაიჩოქა (ნახეთ ვრცლად: დაჩოქილი ამერიკელი პოლიციელები ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივსაცემად - ემოციური ფოტოები აშშ-ს ქალაქებიდან).

სოლიდარობის აქციაში ჩაერთნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები პოპულარული ადამიანებიც. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ინგლისის საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" სოლიდარობის აქცია. ფეხბურთელებმა ენფილდის მოედანზე დაიჩოქეს და ასე მიაგეს პატივი გარდაცვლილ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას.

"ჩემი შვილი სისხლიანი იყო, სახეზეც ეტყობოდა ცემის კვალი" - ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ჩეჩენი გოგონას ამბავი, რომლის დედასაც კადიროვისთვის ბოდიში მოახდევინეს

რუსეთიდან გაქცეულმა პუტინის ძველმა მეგობარმა, პრეზიდენტის ქალიშვილების უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა

კორონავირუსისგან ყველაზე დაუცველი ადგილი, სადაც მოსახლეობის 80%-ს COVID-19-ის სიმპტომი აქვს, ერთადერთი ექიმი კი ინფიცირებულია