ავტორი:

"ახლა ცუდ რამეს ვიტყვი და მერე მეჩხუბებიან..." - რას ამბობენ იმნაძე და ზახაშვილი ბავშვების გარეთ გაყვანაზე

"ახლა ცუდ რამეს ვიტყვი და მერე მეჩხუბებიან..." - რას ამბობენ იმნაძე და ზახაშვილი ბავშვების გარეთ გაყვანაზე

"ეცადეთ, თქვენი ბავშვები ერთგვაროვან გარემოში, ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა "ფეისბუქის" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვებს ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ იმ ადამიანებთან, ვის ჯანმრთელობაზეც ინფორმაცია გაქვთ.

"როდესაც ადამიანები ერთმანეთს ვხვდებით, რისკი არის და ამ რისკის სრულად მოხსნა შეუძლებელია. თუმცა ეცადეთ, რომ დისტანცია იყოს დაცული და თქვენს ბავშვს სხვა საშუალებებით შეუმსუბუქოთ ის განცდები, რაც თავის ტოლებთან ურთიერთობის დეფიციტის გამო შეიძლება ჰქონდეთ.

ჩვენ ყველა განვიცდით ახლობლებთან თუ შორებლებთან ურთიერთობის დეფიციტს. ეს ექნებათ ბაშვებსაც, მაგრამ არ შემიძლია რამე დამატებითი რჩევა მოგცეთ და გირჩიოთ, რომ ბავშვის ურთიერთობა ნებისმიერ უცხო ადამიანთან არ მოიცავს რისკს. ამას ვერ გეტყვით.

თუ თქვენი ბავშვის უსაფრთხოება გინდათ, ეცადეთ, ისინი იყვნენ ერთგვაროვან გარემოში, ოჯახის წევრებთან. ისეთ ადამიანებთან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაქვთ ინფორმაცია და იცით, რომ არ არიან ინფიცირებულები და დაიცავით დისტანცია" -აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ პაატა იმნაძემ და აღნიშნა, რომ თუ ბავშვებს გარეთ გაიყვანენ და უცხო ადამიანებთან შეხება ექნებათ, დაბრუნების შემდეგ ბებია-ბაბუებს მოარიდონ.

"ახლა ცუდ რამეს ვიტყვი და მერე კიდევ მეჩხუბებიან. მე მესმის ბავშვი ვერ გააჩეროთ სახლში და უცხო ბავშვებთან ითამაშოს. მაშინ როცა ბავშვი დაბრუნდება სახლში, მოარიდეთ ბებიებს და ბაბუებს" - აღნიშნა იმნაძემ.

15 ახალი შემთხვევიდან 2-ის ინფიცირების წყარო უცნობია - რომელი კლასტერებიდანაა დანარჩენი ინფიცირებულები

"ექიმი, რომელიც კორონავირუსიანებთან მუშაობდა, ისეთ სტრესში იყო, ეგონა ვერ გადაიტანდა" - რა ფსიქოლოგიური პრობლემები მოუტანა ადამიანებს პანდემიამ

"ჩვენთან 108 ინფიცირებული 19 წლამდე ასაკისაა" - თენგიზ ცერცვაძე ყვება, რა მითები გააქრო და რა აჩვენა ქართველ სპეციალისტებს COVID-19-ზე დაკვირვებამ