ავტორი:

"პარალიზებული აქვს მარცხენა მხარე... იქნებ უცხოეთში წავიყვანოთ სამკურნალოდ" - რა მდგომარეობაშია ნიკუშა ჭიჭიკოშვილი ინსულტის გადატანის შემდეგ

"პარალიზებული აქვს მარცხენა მხარე... იქნებ უცხოეთში წავიყვანოთ სამკურნალოდ" - რა მდგომარეობაშია ნიკუშა ჭიჭიკოშვილი ინსულტის გადატანის შემდეგ

ნიკუშა ჭიჭიკოშვილი 2017 წელს გაიცნო საზოგადოებამ. პატარა, საყვარელი ბიჭის სახალისო ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც პირველი კლასის გამოსაშვებ ზეიმზე იყო გადაღებული, ნიკუშა ინტერნეტვარსკვლავად იქცა - "მას ქართველი ლუი ანდერსონიც" შეარქვეს.

მალე ცნობილი გახდა, რომ ბიჭუნას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აწუხებდა. ბავშვს თირკმელების დაავადება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში დაუდგინეს. მერე იყო ურთულესი გზა სიცოცხლის გადასარჩენად. წლების წინ ერთი თირკმელი ბებიამ, დედის დედამ, გადაუნერგა ნიკუშას.

ამ სამი წლის განმავლობაში ბავშვის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა, ის საავადმყოფოში არაერთხელ მოხვდა, რამდენიმე თვის წინ კი, 10 წლის ნიკუშას ინსულტი განუვითარდა და თვეების განმავლობაში ინგოროყვას კლინიკაში აპატარზე იყო შეერთებული.

თითქმის ერთი თვეა, ნიკუშა ჭიჭიკოშვილი სახლში დაბრუნდა. მდგომარეობა ამ ეტაპზეც რთულია, მაგრამ ოჯახისთვის მთავარია, რომ შვილი ცოცხალი გადაარჩინეს.

AMBEBI.GE ნიკუშას მამას, ზურაბ ჭიჭიკოშვილს დაუკავშირდა და ბავშვის მდგომარეობის შესახებ დეტალები ჰკითხა.

- ძალიან დიდი მადლობა ყველას ასეთი გულშემატკივრობისთვის და პატივისცემისთვის! ამ ეტაპზე რა პრობლემაც არის, ვუძღვებით ამას და საზოგადოებისგან ფინანსური დახმარების საჭიროება არ გვაქვს. ნიკუშას არა უშავს, სახლში უკეთესად გრძნობს თავს.

ნიკუშა ინგოროყვას კლინიკიდან ივნისში გამოწერეს

- პანდემია ხომ არ გიშლით ხელს, რომ სხვა ქვეყანაში გადაიყვანოთ სამკურნალოდ?

- ნიკუშას სტაბილურად სჭირდება რეაბილიტაცია. პარალიზებული აქვს მარცხენა მხარეს კიდურები. ახლა ფრენები არ არის, მისი მოძრაობაც არ შეიძლება, თუმცა, ვარკვევთ უცხოეთში სად შეიძლება იყოს ისეთი სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ნიკუშას მიღებას შეძლებენ, იქნებ წავიყვანოთ და ვუმკურნალოთ...

ამ ეტაპზე საავადმყოფოში დაწვენა საჭირო არ არის, მაგრამ მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, რთულია, წინასწარ განსაზღვრო როდის რა დასჭირდება. დიდი მადლობა ყველას ასეთი ყურადღებისთვის და ნიკუშას მოკითხვისთვის!

ვის მოუწევს საქართველოში 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა საკუთარი ხარჯებით

5 ქვეყანა, რომელთაც საქართველო საზღვრებს უხსნის - მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო

პატარების პრობლემა ზაფხულში - სტკივა თუ არა ბავშვს ნასიცხი და როგორ ვებრძოლოთ მას?