ავტორი:

დარჩება თუ არა საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტის გარეშე და რა ბედი ელის ერთადერთ ევროპულ ინტერნეტს საქართველოში?

დარჩება თუ არა საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტის გარეშე და რა ბედი ელის ერთადერთ ევროპულ ინტერნეტს საქართველოში?

კომპანია „კავკასუს ონლაინი“ ინტერნეტის უმსხვილესი საბითუმო მომწოდებელია რეგიონში და საკუთარი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, შუამავლების გარეშე, პირდაპირაა დაკავშირებული ევროპის - ფრანკფურტისა და სოფიის - ინტერნეტის (მონაცემების) გაცვლის ცენტრებთან. „კავკასუს ონლაინი“ უზრუნველყოფს საქართველოში მოხმარებული ინტერნეტის 2/3-ს და ევროპული ინტერნეტით ამარაგებს სომხეთისა და აზერბაიჯანის საცალო ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს.

კომპანიის საკუთრებაში არსებული შავი ზღვის ოპტიკური კაბელი საქართველოს ციფრული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი გარანტიაა.

თუმცა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ეს რეალობა შეცვალოს და კომპანიას საერთოდ საქმიანობის შეჩერება მოუხდეს.

25 ივნისს მარეგულირებელი კიდევ ერთხელ იმსჯელებს „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების საქმეზე. შესაძლოა, სწორედ ამ დღეს გადაწყდეს კომპანიის ბედიც.

კომუნიკაციების კომისია კომპანია „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას 25 ივნისს მიიღებს. საქმე ეხება კომისიის თანხმობის გარეშე კომპანიის წილის გასხვისებას.

მიუხედავად იმისა, რომ „კავკასუსმა“ დაკისრებული ფულადი სანქციები უკვე გადაიხადა და მარეგულირებელს მეწილეების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა, კომისია წილების საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს.

როგორც „კავკასუს ონლაინში“ აცხადებენ: „მეწილე კომპანიები დაფუძნებულები არიან სხვა ქვეყნის იურისდიქციაში და „კავკასუს ონლაინის“ ხელმძღვანელობას, ბუნებრივია, არ აქვს ინფორმაცია სხვა ქვეყანაში წილების გასხვისების შესახებ.

შესაბამისად, ვერ შეძლებდა კომისიისთვის შეტყობინებას. 2019 წლის 5 აგვისტოს, როცა მარეგულირებელმა კომისიამ ოფიციალურად მოგვთხოვა გაგვეახლებინა ინფორმაცია აქციონერების შესახებ, ჩვენი დამფუძნებელი კომპანიების შეტყობინების გზით იმავე თვეს მივაწოდეთ კომისიას ინფორმაცია, რის საფუძველზეც მარეგულირებელმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ჩვენი სანქცირების შესახებ.

აქვე მოგახსენებთ, რომ მარეგულირებელი კომისიის 2016 წლის ბრძანება, რომელიც ავალდებულებდა „კავკასუს ონლაინს“ წილების გასხვისებამდე ეცნობებინა რეგულატორისთვის ამის შესახებ, „კავკასუსს“ გასაჩივრებული აქვს სასამართლოში.

საგულისხმო დეტალია ის, რომ საუბარია ერთადერთ ევროპულ ინტერნეტპროვაიდერზე საქართველოში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ: სანამ „კავკასუს ონლაინი“ შავ ზღვაში ოპტიკურ კაბელს ჩადებდა, მთელი რეგიონი იყო მოკლებული ამ შესაძლებლობას. ახლაც და მაშინაც, ალტერნატივას წარმოადგენდა მხოლოდ რუსული და თურქული ინტერნეტი.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს „კავკასუს ონლაინის“ საქმიანობის შეჩერებას.

საგულისხმოა ისიც, რომ, თუკი კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ავტორიზაცია შეუჩერა „კავკასუს ონლაინს“ და „რკინიგზის ტელეკომს“, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინტერნეტის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება, ვინაიდან სწორედ „კავკასუსი“ აწვდის საცალო ქსელში მოქმედი ინტერნეტპროვაიდერების უდიდეს ნაწილს ინტერნეტს. ხოლო სხვა საბითუმო პროვაიდერები რთული წარმოსადგენია, რომ სრულად შეძლებენ მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

"2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში..." - რას ყვება ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა

გიორგი გახარია მზიურის გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის სპორტსმენის რჩეული