ავტორი:

"ვიცი რომ გაინტერესებთ, ამიტომ, აქვე ვიტყვი - მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას" - რას ამბობს ინგა გრიგოლია "ტვ პირველიდან" წასულ კოლეგებზე

"ვიცი რომ გაინტერესებთ, ამიტომ, აქვე ვიტყვი - მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას" - რას ამბობს ინგა გრიგოლია "ტვ პირველიდან" წასულ კოლეგებზე

"ტვ პირველის" ყოფილი გენერალური დირექტორი, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის კოლეგებისგან განსხვავებით არსად წასვლას არ აპირებს:

"ვიცი რომ გაინტერესებთ, დღეს რამდენიმე ჟურნალისტმა დამირეკა და მკითხა, ამიტომ აქვე ვიტყვი - მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას, რადგან "ტვ პირველია" ჩემი ყველაზე საყვარელი ტელევიზია, რომლის თავისუფლების მსგავსი სხვა არხი იშვიათად მინახავს, რომელიც ჩემი ხელებით გავზარდე სხვებთან ერთად და რომელშიც მთელი ენერგია ჩავდე.

ძალიან მწყდება გული აქედან წასულ ჩემს კოლეგებზე - დიანაზე, ჟიჟიზე, ვახოზე, ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ სიტყვების თქმა.... რთულად გადავიტანე მათი წასლა, იმდენად რთულად, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ ჩემი სათქმელის სრულად გადმოსაცემად და რაც არ უნდა ვთქვა, მაინც არ იქნება ის, რასაც მე ახლა განვიცდი.

VIDEO: "ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ სიტყვების თქმა... შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ!"

თავს არ მოგახვევთ ჩემს ადამიანურ დარდებს, ნერვიულობას, ეს ყველაფერი ჩემი გადასატანია - ჩემმა ასაკმა მასწავლა ემოციების და დარდის კონტროლი. მთელი გულით ვუსურვებ აქედან წასულ ჩემს კოლეგებს დიდ წარმატებას სხვა არხებზე, დიდ წარმატებას ვუსურვებ საკუთარ პროფესიაში, რომელიც მათთვის მუდამ თანამდევი იყო და იქნება კიდეც.

აქ დავასრულებ ამ თემას და გავაგრძელებ ჩემს პროფესიულ ცხოვრებას ჩემს საყვარელ ტელევიზიაში. მე ჩემი არჩევანი მაქვს და ჩემი არჩევანია "ტვ პირველი", რომელიც შვილივით მიყვარს" - განაცხადა ინგა გრიგოლიამ საავტორო გადაცემის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "პირველში" ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. არხზე სამუშაოდ მივიდა "მთავარი არხის" ყოფილი სახე ნოდარ მელაძე საკუთარ გუნდთან ერთად, ინგა გრიგოლიამ ტელეკომანიის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა, არხიდან კი ცნობილი სახეები - ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი და დიანა ტრაპაიძე, ერთმანეთის მიყოლებით წმოვიდნენ.

„კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებული პრობლემა ამერიკის სავაჭრო პალატასთან ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულებულია

ქობულეთსა და შუახევს ახალი სათავგადასავლო ტურისტული მარშრუტი შეემატება