ავტორი:

"კადიროვი ფორმაშია, რომ მბრძანებელს ასიამოვნოს..." - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმას

"კადიროვი ფორმაშია, რომ მბრძანებელს ასიამოვნოს..." - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმას

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ცნობილი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით გეგმავდა.

გვარამიას თქმით, აღნიშნული პირდაპირ კავშირშია გაბუნიას ჟურნალისტურ საქმიანობასთან და ერთი წლის წინანდელ სკანდალურ ეთერთან, როცა წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა.

საინტერესოა რომ, ჩეჩნეთის ლიდერი ჯერჯერობით ბრალდებას არ გამოხმაურებია, მაშინ როცა, გაბუნიას სანდალური ეთერის შემდეგ, მეორე დღესვე გააკეთა განცხადება და ქართველ ჟურნალისტს "ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილი" უწოდა.

"კადიროვის ქილერი" საქართველოში - ასე ეხმაურება ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება სკანდალურ ინფორმაციას.

interfax.ru-ს ცნობით, "მკვლელი ნადირობდა ჟურნალისტზე, რომელმაც პუტინი გალანძღა... 38 წლის რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი, წარმოშობით ჩრდილო კავკასიელია, ინგუში და ის ტერორიზმის წინააღდეგ მებრძოლმა ქართველმა სპეცსამსახურებმა აიყვანეს. ის რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდა გიორგი გაბუნიას, რათა რამზან კადიროვის დავალებით, გაბუნიას მკვლელობა დაეგეგმა" - წერს გამოცემა ნიკა გვარამიას საგანგებო ბრიფინგზე დაყრდნობით.

"საქართველოში შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს..." - წერს dw.com-ის რუსული სამსახური. გამოცემის ცნობით, 40 წლამდე ჩეჩენი, საქართველოში 4 თვის განმავლობაში შეცვლილი გვარ-სახელით და ყალბი დოკუმენტაციით ცხოვრობდა. "შესაძლოა, ის "კადიროვის მკვლელებიდან" ერთ-ერთი იყოს" - წერს გამოცემა.

რუსი ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ იმის მიუხედავად, ჩეჩნეთში, ჩრდილოეთ კავკასიასა და მთლიანად რუსეთში, კორონავირუსი მძვინვარებს, უდიდესი მსხვერპლია და დაინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, "კადიროვი, მაინც ფორმაშია, რომ თავის მბრძანებელს ასიამოვნოს..."

სხვების თქმით, ახლა ჩეჩნეთის ლიდერს ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს, ვიდრე გაბუნიაზე ნადირობაა, მაგალითად - დაღესტანთან დემარკაცია.

"ვიცით, კადიროვი არაფერს იშურებს თავისი მეფისთვის ერთგულების დასამტკიცებლად, მაგრამ უკრაინიდან მკვლელობის დაგეგმვა და მისი ჩეჩნეთიდან ორგანიზება, ძალიან არარეალურად გამოიყურება... ისე კი, არავინ იცის რა იხარშება კადიროვის ავადმყოფ გონებაში, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირს...” - წერს ინტერნეტმომხმარებელი სერგეი ლეპეცკი.

კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებლის, ვერა ლიბცევას თქმით, "ახლა კადიროვი და მისნაირი მარიონეტები ჩრდილოეთ კავკასიაში კორონავირუსით გამოწვეულ შედეგებს, აბუნტებულ ექიმებსა და მოსახლეობას ებრძვიან, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუმცა, თუ ეს საქმე ჯერ კიდევ 4 თვის წინ დაიგეგმა, შესაძლოა, სიმართლეც იყოს..."

“კადიროვისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ეს უტვინო სადისტი ხომ ჟურნალისტებს ყველგან და ყველა ფორმით ებრძვის, სადაც ხელი მიუწვდება... არც ერთ მის მიერ კონტროლირებად მედიას ეს ინფორმაცია არ გაუშუქებია, კადიროვიც საეჭვოდ დუმს... საინტერესოა, როგორი იქნება მისი პოზიცია?" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ლენა პეგო.

"მე აქ თავს არაფრით მოვიტყუებდი" - რას ამბობს პუტინი ბაიდენთან მომავალი შეხვედრის შესახებ

"ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმების ძალისხმევით ისინი სომხეთში არიან" - რას ამბობს ნიკოლ ფაშინიანი სომეხი სამხედრო ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაზე

ენტონი ბლინკენი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის - რას წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი "ტვიტერში" სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საქართველოს შუამდგომლობაზე