ავტორი:

"დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს - გიორგი გაბუნიამ ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს" - რას წერს კადიროვი "ტელეგრამზე"

"დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს - გიორგი გაბუნიამ ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს" - რას წერს კადიროვი "ტელეგრამზე"

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კადიროვმა სოციალურ ქსელ “ტელეგრამში“ დაწერა.

"იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ ხალხის რეალურ პრობლემებზე, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით აპირებდა თავდასხმას ქართველ ვაი ჟურნალისტზე. ბატონებო, დამიჯერეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს“ , - წერს კადიროვი.

მისი თქმით, თუკი დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, „მითუმეტეს თქვენი ქვეყნის ღრმა უძრაობაში, ამის შესახებ ვერ გაიგებს".

„მაგრამ მე ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ დაგვიწყებია იმის შესახებ, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, რაც ნიშნავს, რომ გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არაერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას“ , - წერს კადიროვი.

მან ჟურნალისტს მოუწოდა, „სწორი დასკვნები გააკეთოს და გონება წესრიგში მოიყვანოს“, წინააღმდეგ შემთვევაში, მის მტრად დარჩება.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს

მოსკოვი ნავალნის მოლოდინში - დაკავებები, ლითონის ბარიკადები და მობილიზებული სპეცრაზმი: რა ხდება ვნუკოვოს აეროპორტში

თურქეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში ჩაძირული გემი პალაუს დროშის ქვეშ ცურავდა - ის საქართველოდან ბულგარეთისკენ მიემართებოდა