ავტორი:

მოსკოვი ნავალნის მოლოდინში - დაკავებები, ლითონის ბარიკადები და მობილიზებული სპეცრაზმი: რა ხდება ვნუკოვოს აეროპორტში

მოსკოვი ნავალნის მოლოდინში - დაკავებები, ლითონის ბარიკადები და მობილიზებული სპეცრაზმი: რა ხდება ვნუკოვოს აეროპორტში

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ელოდებიან, პოლიციაა განლაგებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერიტორიაზე ლითონის ბარიკადებია აღმართული.

რუსული მედია იუწყება, რომ იქ რამდენიმე აქტივისტია დაკავებული. მათ შორის, ნავალნის მთავარი მოკავშირე, ლიუბოვ სობოლი.

ამასთან, ნავალნის სპიკერმა კირა იარმიშმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოაქვეყნა აეროპორტთან განლაგებული პოლიციის მანქანების ფოტოები. ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც ლითონის ბარიკადები ჩანს.

BBC-ის ინფორმაციით, ნავალნი მოსკოვში ბერლინიდან მიფრინავს. პოლიტიკოსმა "ინსტაგრამზე" თავადაც გამოაქვეყნა ფოტო: "ჩვენ სახლში მივფრინავთ", - დაწერა ნავალნიმ.

მანვე მომხრეებს თხოვნით მიმართა, რომ აეროპორტში დახვდნენ. "ფეისბუქზე“ შეიქმნა სპეციალური გვერდიც "შევხვდეთ ნავალნის."

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ეს მისი პირველი ვიზიტია სამშობლოში, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ნერვული აგენტით მოწამლეს. ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოში გადაიყვანეს.

ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოსკოვში მიმდინარე აქციაზე ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 125-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - რა ვითარებაა რუსეთის ქალაქებში