ავტორი:

პუტინთან შეხვედრის მსურველმა "დეზინფექციის გვირაბი" უნდა გაიაროს - ნახეთ, როგორ იცავენ რუსეთის პრეზიდენტს კორონავირუსისგან

პუტინთან შეხვედრის მსურველმა "დეზინფექციის გვირაბი" უნდა გაიაროს - ნახეთ, როგორ იცავენ რუსეთის პრეზიდენტს კორონავირუსისგან

რუსეთის რეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კორონავირუსით დაინფიცირებისგან დასაცავად სპეციალური დეზინფექციის გვირაბი გააკეთეს. ამის შესახებ BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, პუტინის ყველა სტუმარმა რეზიდენციაში, დეზინფექციის გვირაბი უნდა გაიაროს და შემოწმდეს. სადეზინფექციო საშუალება ესხურება ადამიანს და ფარავს ტანსაცმელს, თმას, სხეულს.

"რია ნოვოსტი" აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ მუშაობს დეზინფექციის გვირაბი:

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="ru" dir="ltr">В резиденции Путина для защиты от коронавируса установили специальный туннель. Он предназначен для дезинфекции<a href="https://t.co/jjwWbuZ2EX">https://t.co/jjwWbuZ2EX</a> <a href="https://t.co/h62KWARvsr">pic.twitter.com/h62KWARvsr</a></p>&mdash; РИА Новости (@rianru) <a href="https://twitter.com/rianru/status/1272933335573159938?ref_src=twsrc%5Etfw">June 16, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

გვირაბი მას შემდეგ მოაწყვეს, რაც პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა. პესკოვმა საზოგადოებას თავად ამცნო, რომ COVID-19 დაუდასტურდა, მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც პუტინთან მიდის შეხვედრაზე, კორონავირუსზე ტესტი უტარდება.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით 500 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და ამ მონაცემებით ის მსოფლიოს მესამე ქვეყანაა. რუსეთი ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მხოლოდ აშშ-სა და ბრაზილიას ჩამორჩება. ოფიციალური ვერსიით, COVID-19-ით გარდაცვლილია 7 284 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 294 306 ადამიანი.

პუტინი სიკვდილამდე? - "საქართველო იქნება გეგმის ნაწილი, რაც არსებობს 2022 წლისთვის: შემოიერთოს პოსტსაბჭოთა ტერიტორიები"

კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის შესვლა აღკვეთა

ინდოეთში ქორწილიდან მეორე დღეს სიძე COVID-19-ით გარდაიცვალა, ხოლო ქორწილის 80 სტუმარი ინფიცირებული აღმოჩნდა