ავტორი:

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც პესკოვი აცხადებს, ერთ თვეზე მეტია ვლადიმერ პუტინს არ შეხვედრია.

"ერთ თვეზე მეტი გავიდა რაც პირადად შევხვდით", - აღნიშნა პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსით 232 243 ადამიანი დაინფიცირდა და ის მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ქვეყანაა. რუსეთი მხოლოდ აშშ-სა და ესპანეთს ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 10 899 შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ვირუსით 2 116 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 43 512 გამოჯანმრთელდა.

ჩინეთში კორონავირუსმა შესაძლოა, კვლავ იფეთქოს - გაჩნდა ახალი კლასტერი, 108 მილიონი ადამიანი კი მკაცრ კარანტინს დაუბრუნდა

კორონავირუსთან ბრძოლის "შვედურმა მოდელმა" არ გაამართლა - შეზღუდვების გარეშე ცხოვრებამ, ინფიცირებულთა სიკვდილიანობა 12%-მდე გაზარდა

ჩინეთში მუშაობენ ახალ პრეპარატზე, რომელიც მეცნიერთა თქმით, COVID-19-ს ვაქცინის გარეშე შეაჩერებს