ავტორი:

"ცნობილი მეთოდი ჩვენგან არარეკომენდებულია" - როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა გვიკბინა

"ცნობილი მეთოდი ჩვენგან არარეკომენდებულია" - როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა გვიკბინა

მიმდინარე წლის განმავლობაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ დაჭერილი ქვეწარმავლების რაოდენობა 80-ს შეადგენს. ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემაში" სააგენტოს დირექტორმა ვახტან ლომჟარიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააგენტო ყოველწლიურად 400-ზე მეტ ქვეწარმავალს იჭერს, რის შემდეგაც მათ უსაფრთხო არეალზე უშვებს. ლომჟარიამ საზოგადოებას რეკომენდაციების გააცნო, როგორ უნდა მოიქცნენ, თუ მათ გველმა უკბინა.

"შხამიანი გველები ჩვენთან იშვიათია, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ შხამიანმა გველმა გვიკბინა, კარგი იქნება, რომ მკვეთრი მოძრაობებისგან თავი შევიკავოთ რადგან სისხლის მოძრაობა სწრაფი არ იყოს... ამ შემთხვევაში უნდა გამოვიძახოთ შესაბამისი სამსახურები...

ზოგადად, თავდასხმაზე არასოდეს მოდის ქვეწარმავალი. შეიძლება რაღაც გამონაკლისები იყოს. ერთ-ერთი აგრესიული გველი, რომელსაც შეიძლება შევხვდეთ, არის წითელმუცელა მცურავი. ის შხამიანი არ არის და ხშირად ცდილობს ტერიტორიიდან განდევნოს ადამიანი. მთავარია, რომ თუ დაინახავთ ქვეწარმავალს, არ იმოძრაოთ მისი მიმართულებით, უკან დავიხიოთ და არ ვცადოთ მისი დაჭერა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, საქართველოში არ გვხვდება ისეთი შხამიანი გველი, რომ მისი კბენის შემთხვევაში სასწრაფო დახმარების გამოძახების დრო არ გვქონდეს. მშვიდად ვიყოთ, სასურველია ვიწვეთ ან ვიწვეთ. აქვე გეტყვით, რომ გავრცელებული მეთოდი, სისხლის გამოწოვა ნაკბენის დროს ძალიან სარისკოა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პირის ღრუ დაზიანებულია. შეიძლება მოხდეს ამ ადამიანის მოწამვლა" - აღნიშნა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ასევე არაეფექტურია ქვეწარმავლების გასადევნად გოგირდის დაწვა.

რას ამბობს ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი აგვისტოს ომზე, ლუგარის ლაბორატორიასა და საოკუპაციო ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე?

15 წლის მოზარდის მშობელი ამტკიცებს, რომ ბურგერის ჭამისას, მის შვილს ყელში რკინა გაეჩხირა - "ჩემი გოგონა გუშინ სიკვდილს გადაურჩა"

"გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია. არავინ დარჩება უყურადღებოდ" - რამდენ ხანს გაგრძელდება კარანტინი და რას ამბობენ სპეციალისტები პირველწყაროზე