ავტორი:

კორონავირუსის ახალი შემთხვევა ზუგდიდში - ვირუსი დაუდგინდა მამაკაცს, რომელიც ძმის სამძიმარზე იმყოფებოდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევა ზუგდიდში - ვირუსი დაუდგინდა მამაკაცს, რომელიც ძმის სამძიმარზე იმყოფებოდა

ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 7 პირი კარანტინშია გადაყვანილი.

როგორც ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ განაცხადა, ვირუსი 70 წლამდე მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც რუსეთიდან 12 ივნისს ჩამოვიდა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტს ლარსის გამშვებ პუნქტზე "პისიარ" ტესტი ჩაუტარდა, თუმცა ვირუსზე უარყოფითი პასუხი მიიღეს. ის კარანტინში იმყოფებოდა და დროებით, ძმის სამძიმარზე დასასწრებად 14 ივნისს გათავისუფლეს.

გეგმიური კვლევა კი 16 ივნისს ჩაუტარდა, რის შემდეგაც, როგორც ოდიშარია, ამბობს ტესტმა სუსტად დადებითი შედეგი აჩვენა. პაციენტი რუხის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლუგარის ცენტრში, უკვე ანტისხეულებზე, რომელიც ჩვენ მოგვცემს შედეგს იმაზე გადატანილი აქვს თუ არა ვირუსი, თუ ახალი შემთხვევაა"- განაცხადა ოდიშარიამ.

ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა - სამოსის ისტორია მოკლედ

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

"გულზე ხელი დაიდეთ და თქვით..." - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს და კრიტიკოსებს პასუხობს