ავტორი:

ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის მიმართ ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის მიმართ ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ იურისტ ვახო ჭუმბურიძის 15 წლის ქალიშვილის მიმართ ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

ცნობისთვის, იურისტმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ქალიშვილზე ზეწოლა ხორციელდებოდა და სამართალდამცველებს ქალიშვილის დაცვა სთხოვა. მისი თქმით, მის შვილს ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ ცოლად არ გაყვებოდა...

აღნიშნულის განცხადების შემდეგ მოქალაქე რ.ნ-ს ბრალი წარედგინა და პროკურატურამ სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა.

"შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული თ.ჭ. არასრულწლოვანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების "ფეისბუქის" და "Instagram"-ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.

ასევე რ.ნ. სისტემატურადუკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა თ.ჭ.-სთან კომუნიკაციის დამყარებას. 2020 წლის 7 ივნისს რ.ნ. საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც თ.ჭ.-ს შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში.

ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს, თ.ჭ.-მ ბრალდებულისგან „ფეისბუქის“ მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. 2020 წლის 17 ივნისს თ.ჭ. დაზარალებულად იქნა ცნობილი. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“ , - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

"გაიგეს, რომ კონფლიქტი მოხდა... ჩავიდნენ, რათა თავიანთი უბნელი ამ კონფლიქტიდან განერიდებინათ" - დაკავებული მორაგბეების ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

"ჯერ მასზე იძალადეს, აქვს დაზიანებები ფეხზე და ხელზე, შემდეგ მონაწილეობდა ხიდზე მომხდარ დაპირისპირებაში" - ადვოკატი თენგო ბარბაქაძის შესახებ