"გამაფრთხილეს, რომ ამის შესახებ არავისთან მელაპარაკა" - გიორგი გაბუნია საქალაქო სასამართლოში მივიდა

"გამაფრთხილეს, რომ ამის შესახებ არავისთან მელაპარაკა" - გიორგი გაბუნია საქალაქო სასამართლოში მივიდა

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, მის მიმართ თვალთვალი დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ჰქონდა ინფორმაცია თვალთვალის შესახებ, თუმცა დეტალები მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

"მე მაინცდამაინც ბევრი არ მაქვს სათქმელი. მე მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო დღის წესრიგში და ეს მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის, მაგრამ მქონდა ძალიან ზოგადი ინფორმაცია.

დეტალების შესახებ ჩემთვის არც უთქვამთ და შესაბამისად, გამოძიებასთან საუბარი არ შემიძლია იმიტომ, რომ უბრალოდ არ ვიცი. ვიცი ის, რომ მითვალთვალებდნენ, რაც შეამჩნია ჩემმა დაცვამ. მე მქონდა, სუს-ისგან გამოვიდა ეს ინფორმაცია, შესაბამისად, მათ იცოდნენ ამის შესახებ და გამაფრთხილეს კიდევაც, რომ ამის შესახებ არავისთან არ უნდა მელაპარაკა. დაახლოებით ბოლო 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა თვალთვალი“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება შესაძლო ლიკვიდაციის მოტივს, გაბუნიას თქმით, „ ეს ყველასთვის ნათელია“ .

„მოტივი არის ის, რისი ვარაუდიც მე მაქვს და მე მგონი ეს ყველასთვის ნათელია. მეტი რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოტივი ჩემი ლიკვიდაციის, თუ ვინმეს სურვილი ჰქონდა, მითუმეტეს, რუსეთიდან?- განაცხადა გაბუნიამ.

დღეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ამავე არხის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში დაიკითხებიან. მათი დაკითხვა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება.

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

"მარგოშვილი შინ მიბრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, - იბო მოვკალიო" - სასტიკი მკვლელობა პანკისის ხეობაში, ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

"დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ" - რას ითხოვს მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი?