ავტორი:

COVID-19 შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაბრუნდეს იქ, სადაც თვლიდნენ, რომ ვირუსი შეაჩერეს - რაზე მეტყველებს პეკინში დაავადების ახალი ტალღა

COVID-19 შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაბრუნდეს იქ, სადაც თვლიდნენ, რომ ვირუსი შეაჩერეს - რაზე მეტყველებს პეკინში დაავადების ახალი ტალღა

კორნავირუსის გავრცელების ეპიცენტრი თავდაპირველად ჩინეთი იყო, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანა გამოწვევას წარმატებით გაუმკლავდა და ეტაპობრივად ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. პარალელურად კი, ეპიდემიოლოგები საუბრობდნენ იმაზე, რომ ჩინეთს შესაძლოა, ვირუსის ახალმა ტალღამ გადაუაროს.

CNN-ის ცნობით, 55 დღის განმავლობაში ჩინეთის დედაქალაქ პეკინში კორონავირუსის შიდა გადადების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა და ცხოვრება თანდათან ნორმას უბრუნდებოდა. გაიხსნა ბიზნესი და სკოლები, ადამიანები სამსახურებს დაუბრუნდნენ, მუშაობა აღადგინა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და ისევ აივსო ადამიანებით ადგილობრივი პარკები.

ადამიანები, რომლებსაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ, COVID-19-ის ტესტის გასაკეთებლად თავიანთ რიგს ელოდებიან

როგორც CNN წერს, ეს ნორმალური ცხოვრების მხოლოდ ფასადი აღმოჩნდა და ყველაფერი გასულ კვირას დასრულდა, როდესაც პეკინში კორონავირუსის სრულიად ახალი კლასტერი გაჩნდა. ახალი კლასტერის ჩამოყალიბება პეკინის კვების პროდუქტების ბაზარს უკავშირდება. პირველი შემთხვევები გასულ პარასკევს გამოვლინდა და 5 დღეში ინფიცრებულთა რაოდენობამ 180-ს მიაღწია.

ხელმძღვანელობამ ქალაქის ნაწილობრივი ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო და ზომები კვლავ გაამკაცრა. გადაიდო ასობით ავიარეისი, ისევ დაიკეტა სკოლები და კარანტინი გამოცხადდა ზოგიერთ უბანში. ბოლო ხუთ დღეში COVID-19-ის ტესტი 356 000 ადამიანს ჩაუტარეს.

პეკინი აქამდე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად მიიჩნეოდა და ადამიანები თავისუფლად ცხოვრობდნენ, თუმცა როგორც CNN წერს, მომხდარი კარგი მაგალითია იმისა, რომ კორონავირუსი შესაძლოა ნებისმიერ დროს დაბრუნდეს ისეთ ადგილებში, სადაც თვლიდნენ, რომ ვირუსი შეაჩერეს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეზღუდვები მოხსნის შემდეგ ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მაისში მკაცრი კარანტინი გამოცხადა, სადაც "ბლუმბერგის“ ცნობით, კარანტინის ზომების შემსუბუქების შემდეგ, ახალი დიდი კლასტერი გაჩნდა. რეგიონში მცხოვრები 108 მილიონი ადამიანი კარანტინის მკაცრ რეჟიმს დაუბრუნდა.

კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის ჩინეთში კორონავირუსით სულ 83 325 ადამიანი დაინფიცრდა, 4 634 გარდაიცვალა, ხოლო 78 398 გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ის ახლა მსოფლიოს 21-ე ქვეყანაა.

Ryanair-ის თვითმფრინავი, ბორტზე ბომბის შესახებ წერილის გამო, საგანგებოდ დაეშვა

28 ათასი განადგურებული სახლი და 140-ზე მეტი გარდაცვლილი - ჩინეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა (ფოტოები)

ჰოლივუდის მსახიობი, ჯონ ტრავოლტას ცოლი კელი პრესტონი მკერდის კიბოთი გარდაიცვალა