ავტორი:

ვინ არის სომხური წარმომავლობის დიზაინერი, რომელიც ფეხსაცმელებს საქართველოს დროშის პრინტით ქმნის

ვინ არის სომხური წარმომავლობის დიზაინერი, რომელიც ფეხსაცმელებს საქართველოს დროშის პრინტით ქმნის

ალექსანდრ სირადეკიანი სომხური წარმოშობის დიზაინერია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. როგორც მისი ოფიციალური ვებ-გვერდიდან ირკვევა, დიზაინერი 1978 წლის 14 მაისს საქართველოში, თბილისში დაიბადა. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ხოლო შემდეგ, მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.

1997 წლიდან მან უკვე მოიპოვა წარმატება და რუსი ვარსკვლავების ფავორიტი სტილისტი გახდა. 2000 წელს სირადეკიანი რუსეთში ერთ-ერთი ახალი პროექტის მთავარი დიზაინერი გახდა, რომლის ფარგლებშიც ექსკლუზიურ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელებს ქმნიდა.

განსაკუთრებული წარმატება მოუტანა 2002 წლის კოლექციამ, რომლის ჩვენებაც მოსკოვში გაიმართა. კოლექცია აერთიანებდა როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ხაზს. 2005 წლიდან ის სამოსსა და ფეხსაცმელებს ქმნიდა რუსული ბრენდის, ECONIKA-სთვის. 2013 წელს კი ალექსანდრ სირადეკიანმა ფეხსაცმელების საკუთარი ბრენდი შექმნა, რომელსაც თავისივე სახელი უწოდა. პრეზენტაცია მან პარიზში გამართა.

დღეს დიზაინერს მაღაზიები აქვს პარიზში, ლონდონში, ფლორენციაში, მოსკოვში, დუბაიში, კიევში და სხვ ქალაქებში. ამ ეტაპზე ის ძირითადად მაღალქუსლიან, კლასიკურ ფეხსაცმელებზე მუშაობს.

მისი ერთ-ერთი ბოლო პროექტის ინსპირაციის წყარო კი სხვადასხვა ქვეყნების დროშები გახდა.

დიზიანერი ფეხსაცმელებს სხვადასხვა დროშის პრინტით ქმნის. მის ნამუშევრებში ნახავთ დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, საქართველოს და სხვა ქვეყნების დროშების პრინტის მქონე ფეხსაცმელებს. პროექტს ჰქვია მსოფლიო საზღვრებს გარეშე.

დაათვალიერეთ დიზაინერის ნამუშევრები:

პირველი ქართველი მეცოსოპრანო, რომელიც სევილიაში კარმენის პარტიას იმღერებს - "ეს არ იქნება ისეთივე შეგრძნება, რაც მსოფლიოს სხვა სცენებზე მაქვს"

"2 წლის შვილს შევპირდი, რომ შოუში გამოვიდოდი... სცენაზე ჩემს ვიდეოს დღეში 4 საათი უყურებს" - "დიდი სცენის" მონაწილე, ჟიურის ემოციური შეფასებით

როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ლიზა ბაგრატიონის ერთადერთი ვაჟი, რომელიც მომღერალს ცნობილი ექიმისგან ჰყავს