ავტორი:

"ეს ნიშანია, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება" - რა ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ახალ ინფიცირებულებზე

"ეს ნიშანია, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება" - რა ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ახალ ინფიცირებულებზე

კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა არის იმპორტირებული. ესეც ნიშანია იმის, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება.

"ამ დროისთვის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება.

სამივე შემთხვევა არის იმპორტირებული. ესეც ნიშანია იმის, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება. როგორც ჩანს, იმ მაკონტროლებელი ღონისძიებებით, რასაც დღეს ჩვენ ვიყენებთ, ეფექტურად ხერხდება ეპიდემიის კონტროლი,"- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 914 გახდა. ასევე სამით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

კარანტინის რეჟიმშია 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

"ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს, გიორგი ცოცხალია" - პატრიარქის წერილი გარდაცვლილი ფეხბურთელის მშობლებს

"ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ ჩვენ" - საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" გიორგი შაქარაშვილის ვიდეო კადრებს ავრცელებს

"ცუდი ნიშანია, რომ ქალაქში, ცოფი გამოჩნდა... ქუჩაში ე.წ. მაწანწალა ძაღლები არ უნდა დადიოდნენ" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები