ავტორი:

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ავრცელებს - როგორ განვითარდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ავრცელებს - როგორ განვითარდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს

მთავარი პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ განვითარდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს. კადრები როგორც აგარაკზე ასევე, მთავარ მაგისტრალზე განვითარებულ ეპიზოდებს გადმოსცემს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე ჩვიდმეტივე დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ხულიგნობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას.

დაკავებულებს შორის არიან: ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე, გიგა ტატიაშვილი.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

"ჩემი ინფორმაციით, იაკობ ბრეგვაძე ინახავს ფოტოაპარატს, რომლითაც იღებდა შაქარაშვილის გაუჩინარების დროს" - რას წერს პოლიციელი პატაკში

"განზრახული ჰქონდა, ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალი" - პროკურატურის განცხადება თბილისში მომხდარ ინციდენტზე

შეკვეთილი მკვლელობების ქრონიკა - საქართველოში მოკლული ადამიანების ბურუსით მოცული საქმეები