ავტორი:

"გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება და გავყარეთ სახლიდან..." - რას ყვება ჩვენებაში 18 წლის გოგონა, რომლის წვეულებაზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

"გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება და გავყარეთ სახლიდან..." - რას ყვება ჩვენებაში 18 წლის გოგონა, რომლის წვეულებაზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

"ჩემს კლასელებს და უბნელებს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა ჩემს მეგობართან საბა ჩხარტიშვილთან და გიორგი ქათამაძესთან, ვახო ახვლედიანთან, ირაკლი წაქაძესთან და ზურაბ გოგინაშვილთან. ისინი ყველა სიტყვაზე ეკიდებოდნენ ერთმანეთს.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ ერთმანეთთან ჩხუბი სურდათ" - ეს არის ნაწყვეტი 18 წლის გოგონას ჩვენებიდან, რომლის დაბადების დღის წვეულებაზე დაწყებული დაპირისპირების შემდეგ მომხდარ "საქმის გარჩევას" 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა.

იუბილარის ჩვენების დეტალებს "ტვ პირველი" ავრცელებს. ანი გ. ჩვენებაში ყვება, რომ მისი წვეულების სტუმრები ერთმანეთს ქვებით დაუპირისპირდნენ:

"როდესაც გავედი სახლის ეზოში, დავინახე, რომ ჩემი მეგობრები, კლასელები და უბნელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ. ვინ ვის ურტყამდა არ დავკვირვებივარ, ვცდილობდი გამეშველებინა. სწორედ გაშველების დროს დავინახე, რომ ჩემს უბნელ ნიკა ხეჩოშვილს ქვა ჩაარტყა მაცხენა მხარეს, შუბლის ზედა ნაწილში ჩემმა მეგობარმა, საბა ჩხარტიშვილმა. მას წამოუვიდა სისხლი.

ასევე დავინახე, ეზოში ჩემი უბნელი, რომელსაც სახეზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ვინ სცემა, მე არ დამინახავს, მაგრამ დანამდვილებით გეტყვით, რომ ძლიერად ნაცემი იყო.

გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება და ძალით გავყარეთ სახლიდან. ვეუბნებოდი, რომ წასულიყვნენ ჩემი დაბადების დღიდან და აღარ მოსულიყვნენ.

გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი (შაქარაშვილის მეგობარი, "ოქროს მოწმე"), იაკობ ბრეგვაძე (წვეულების ფოტოგრაფი) და ვანო თეგაშვილი ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან, არ ჩარეულან და შიგნით, სახლში ქეიფობდნენ. მას შემდეგ, რაც სახლში შევედით, ვიყავი ანერვიულებული, ვტიროდი, მეგობრებმა შემომთავაზეს წავსულიყავი ლისზე, ირაკლი წაქაძის აგარაკზე და იქ გაგვეგრძელებინა ქეიფი, რაზეც დავთანხმდი" - ყვება ჩვენებაში 18 წლის გოგონა.

რამდენიმე დღის წინ ანი გ.-ს ადვოკატმა AMBEBI.GE-სთან პირველი კომენტარი გააკეთა. ლიკა ბიცაძის თქმით, მომხდარი ტრაგედიის გამო მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.

"უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. განადგურებულია ეს გოგოც და მთელი ოჯახიც. საშინელი ტრაგედია ტრიალებს მათ ოჯახში. რაც იწერება სოციალურ ქსელში, მისულია მათ ყურამდე და ძალიან განიცდიან. ორმაგი დარტყმის ქვეშ არის გოგონა. ერთი, რომ ახლო მეგობარი გარდაეცვალა, მეორეც - თითქოს ირიბად მას ადანაშაულებენ მომხდარში", - განაცხადა უფლებადამცველმა.

ადვოკატმა კატეგორიულად უარყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციაც, თითქოს იუბილარმა საკუთარი დაბადების დღის წვეულების ბილეთები გაყიდა.

დმანისში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის 28 წლის მამაკაცი დააკავეს

დავით ჭაკუა საქართველოშია - საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

"ბაირამიდების დაჯგუფება იარაღებითა და ხელკეტებით დადის ქალაქში, ვინც არ მოეწონებათ, სცემენ... მათ გაიტაცეს ვაჟა" - ფოთში მოკლული კაცის მამა