ავტორი:

თბილისში დააკავეს 24 წლის მამაკაცი, რომელმაც ახალგაზრდა ქალს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა

თბილისში დააკავეს 24 წლის მამაკაცი, რომელმაც ახალგაზრდა ქალს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 24 წლის ქალს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

რა დაადგინა გამოძიებამ "მთავარი არხის" სიუჟეტთან დაკავშირებით - " აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული უსწორო თარგმანით"

შალვა გოგოლაძეს, რომელმაც 24 წლის გოგონას ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა

"გარდაცვალების მიზეზის დადგენა არ არის პრობლემა" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე მაია ნიკოლეიშვილი და რა დრო სჭირდება ექსპერტიზის დასკვნას საქართველოში