ავტორი:

ვინ არის და რა დამსახურება აქვს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს უხელმძღვანელებს

ვინ არის და რა დამსახურება აქვს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს უხელმძღვანელებს

დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს გენერალ - მაიორი გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ვაზიანში გაიმართა. გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს თავდაცვის ძალების მეთაურის დროშა ოფიციალურად გადააბარა.

გიორგი მათიაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა. გიორგი მათიაშვილმა დანიშვნისა და წარდგენისთვის ქვეყნის პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.

ამასთან, თავდაცვის ძალების უკვე ყოფილმა მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გაწეული საქმიანობისთვის ქართულ ჯარს მადლობა გადაუხადა.

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩემს ადგილს იკავებს ღირსეული, პატიოსანი და მაღალი დონის პროფესიონალი. დარწმუნებული ვარ, რომ გენერალ - მაიორი გიორგი მათიაშვილი უკეთესად გააკეთებს იმ საქმეს, რასაც 3 წელი და 7 თვე მე ვიყავი შეჭიდებული. ის არის ბევრად უკეთესი, ვიდრე მე ვიყავი ჩემს თანამდებობაზე. მე მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცად და იქ ვიქნები, სადაც ჩვენს ქვეყანას ეს დასჭირდება", - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

1977 წლის 18 დეკემბერს დაბადებულ გენერალ-მაიორს, პროფესიით ისტორიის მასწავლებელს, სამხედრო განათლება საქართველოს გარდა, კანადაში, აშშ-სა და გერმანიაში აქვს მიღებული. გიორგი მათიაშვილს გერმანიაში გავლილი აქვს სნაიპერის, ქვეითი სამეთაურო, ასეულის მეთაურის, ინტერნაციონალური გენერალური საადმირალო შტაბისა და ქვეითთა სამთო ბრძოლის კურსები. აშშ-ში სპეციალური ოპერაციების ძალების საჰაერო სადესანტო მომზადების კურსი, ხოლო კანადაში შეიარაღებული ძალების საპარაშუტო-სადესანტო მომზადების კურსი.

თავდაცვის ძალებში სხვადსხვა პოზიციაზე 1998 წლიდან მსახურობს. 2016 - 2018 წლებში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოადგილე გახლდათ, 2018 - 2019 - თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სარდალი, ხოლო 2019 წლიდან დღემდე - თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი იყო.

მიღებული აქვს ნატოს მედალი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, ღირსების ორდენი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გენერალ მაზნიაშვილისა და სხვა არაერთი მედალი. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდგინდა

ქართველი ძმები აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში - "ოთარ შალიკაშვილის შემდეგ, მეორე ქართველი ვარ ჩემს ნაწილში, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის!"

პუტინი ახალი თაობის უნიკალურ რუსულ იარაღზე - "ჩვენ შევძლებთ სასიამოვნოდ გავაოცოთ ჩვენი პარტნიორები"