„რომპეტროლ საქართველოს“ ნავთობბაზის ექსპლუატაცია სრული მოდერნიზაციის შემდეგ განახლდა

 „რომპეტროლ საქართველოს“ ნავთობბაზის ექსპლუატაცია  სრული  მოდერნიზაციის შემდეგ განახლდა

„რომპეტროლ საქართველოს“ მოდერნიზებულმა ნავთობბაზამ სრული დატვირთვით მუშაობა დღეიდან განაახლა. მოდერნიზებული ნავთობბაზის გახსნის საზეიმო ცერემონია აეროპორტის მიმდებარედ, ლოჭინის ხეობაში დღეს გაიმართა.

ღონისძიებას რომპეტროლის ჯგუფის გენერალური დირექტორი სადუოხას მერალიევი დაესწრო, რომელიც თბილისში საგანგებოდ ნავთობბაზის გახსნის მიზნით ჩამოვიდა. მან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან ალექსანდრე ხეთაგურთან და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან არჩილ კეკელიასთან ერთად გაჭრა ლენტი და განხორციელებული მასშტაბური სამუშაოებისა და საინვესტიციო  გეგმების შესახებ ისაუბრა.     

ნავთობბაზა, რომელსაც კომპანიამ 2 მილიონი დოლარი ინვესტიცია მოახმარა, განკუთვნილია საწვავის მიღების, შენახვისა და ნავთობპროდუქტების საავტომობილო ტრანსპორტით მიწოდებისათვის, როგორც საკუთარი ავტოგასამართი ქსელის, ასევე კორპორატიული და საბითუმო კლიენტების მოსამარაგებლად.

ბაზის სრული რეკონსტრუქცია 6 თვის განმავლობაში ადგილობრივი სერტიფიცირებული წამყვანი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ეკოლოგიური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ბაზის ტექნიკური აღჭურვილობა იძლევა მისი მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების შესაძლებლობას და აღჭურვილია უკრაინიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან ჩამოტანილი დანადგარებით. ობიექტის რეზერვუარების პარკი სრულყოფაში კომპანია SAYBOLT-ის სპეციალისტებმა მოიყვანეს.

„მოდერნიზაციის  ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად,  საწვავის შენახვის რეზერვუარების ტევადობა 6000 კბმ-დან 9500 კბმ-მდე გაიზარდა, ხოლო საწვავის ჩამოტვირთვის დრო 10 საათიდან 2 საათამდე შემცირდა. ერთდროულად გახდა შესაძლებელი 8-ის ნაცვლად 10 ცისტერნის ჩამოცლა.

განსაკუთრებელი ყურადღება უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის ნორმების დაცვას დავუთმეთ და გავაძლიერეთ. ახლა უკვე შესაძლებელია ბაზის ფუნქციონირების პროცესის შეჩერების გარეშე პროფილაქტიკური და სარემონტო  სამუშაოების ჩატარება,“ - განაცხადა „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე  ალბინმა.

რაც შეეხება კომპანიის გეგმებს, როგორც სადუოხას მერალიევმა აღნიშნა, 2012 წლამდე კომპანია თბილისის მახლობლად კიდევ ერთ ნავთობბაზას ააშენებს, რასაც 4 მილიონ დოლარს მოახმარს.

საქართველოში ქსელის განვითარებისათვის კომპანია მრავალმილიონიანი ინვესტიციების განხორციელებას კვლავაც აპირებს და განსაკუთრებულ  ყურადღებას ნოვაციური პროექტების დანერგვას, საწვავის ხარისხის კონტროლის სისტემის გაძლიერებას, ქსელის გაფართოებას, სოციალური პროექტებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების მხარდაჭერას დაუთმობს. „რომპეტროლ საქართველოს წარმატებული მოღვაწეობა ქართულ ბაზარზე უცხოური ინვესტორებისთვის სახსრების დაბანდებისათვის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება იქცეს,“  - განაცხადა ალექსანდრე ალბინმა.

“რომპეტროლ საქართველო“ ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილესი მომწოდებელია ქართულ ბაზარზე. კომპანია 5 წელია მუშაობს საქართველოში. ამ პერიოდის განმავლობაში 20 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. დასაქმდა 700-მდე ადამიანი. კომპანიის ქსელი 67 ბენზინგასამართ სადგურს ითვლის, მათ შორის 7 პარტნიორი და 14 IB შიდა ბაზა და 1 Express სადგურია. 

R

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ