ავტორი:

"ეს მარშუტკა ეკუთვნის მამაჩემს... წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი მედიაში გავრცელებულ კადრებზე

"ეს მარშუტკა ეკუთვნის მამაჩემს... წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი მედიაში გავრცელებულ კადრებზე

სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი კრისტინე ლომიძე წერს, რომ თეთრი მიკროავტობუსი, რომელიც დიდუბის მეტროსთან გადაღებულ კადრებში ფიგურირებს, მამამისს ეკუთვნის.

გოგონას ინფორმაციით, მამამისი უკვე წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს და თბილისში ყოველ ღამე და საშუალოდ ზუსტად იმ დროს ჩამოდის, რაც კადრებზეა მითითებული.

"ორი ძალიან სტრესული და გაუგებარი დღე, როგორც იქნა, დასრულდა. დარწმუნებული ვარ, ყველამ ბევრჯერ ნახეთ "მთავარი არხის" რეპორტაჟი. კერძოდ, ნიკა გვარამიას განცხადებები, სადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ახალ "სკანდალურ" დეტალებზე საუბრობს.

ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში, და მათ შორის ჩემთვისაც ( ამ კონკრეტულ შემთხვევამდე ) მთავარი არხი ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ბევრ ადამიანს დღემდე ღრმად სჯერა და სწამს იმის რასაც კონკრეტულ არხზე, კონკრეტულ გადაცემებში ამბობენ.

სწორედ ამიტომ, ვწერ ახლა ამ პოსტს, რომ ჩემის მხრივ, ჩემს მეგობრებს მაინც გაგაგებინოთ სიმართლე. ის რასაც ნიკა გვარამია ამ სიუჟეტში საუბრობს, არის წმინდა წყლის ცილისწამება.

ეს მარშუტკა ეკუთვნის მამაჩემს. ვინც მე და ჩემს ოჯახს იცნობთ, ყველამ იცით, რომ მამაჩემი უკვე წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს (ტვირთი გადააქვს) თითქმის ყოველ ღამე და საშუალოდ ზუსტად იმ დროს ჩამოდის თბილისში.

მამაჩემი, რომელიც მთელი ცხოვრება დღეს და ღამეს ასწორებს პატიოსანი შრომით და არასდროს არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია, ბატონმა გვარამიამ გამოიყვანა გარდაცვლილი ბავშვის "გვამის გადამზიდად". მსგავსი ცილისწამება სცდება აბსოლუტურად ყველა ზღვარს.

რაც შეეხება აღნიშნულ პიროვნებას, რომელიც მამაჩემის მანქანიდან გადმოდის, არის ბიჭი, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ საქმესთან. აღნიშნული ბიჭი მამამ ხაშურში ჩაისვა და დიდუბეში ჩამოსვა. ამ ბიჭის და ვინმე ამირხანაშვილის საუბარი კი ტელეფონზე დარეკვის თხოვნით შემოიფარგლება.

ეს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ რომელიღაც ადვოკატმა და გარდაცვლილი ბიჭის ბიძამ თქვა. ასევე თავად მაგ ბიჭმა გარკვევით თქვა ინტერვიუში. ეს ბიჭი პირველი არ არის, ვინც მამამ დაიმგზავრა, ყოველთვის თუ ადგილი აქვს და ვინმე წაყვანას სთხოვს, უარს არ ეუბნება. ამ შემთხვევაში კი სიკეთის კეთება საშინელი ცილისწამებით შემოუბრუნდა.

აბსოლუტურად ყველაფერი გამოიძიეს ამ კონკრეტულ საქმეზე, ყველა კამერა ამოიღო გამოძიებამ და ყველა მოწმე დაიკითხა, ამიტომ ეჭვები და კითხვები აღარ არსებობს. თუმცა ბატონი გვარამია აშკარაა ისევ ცილისწამებითაა დაკავებულ" - წერს კრისტინე ლომიძე,

ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" ორი დღის წინ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს როგორ ხვდება დიდუბის სადგურთან მანქანით ჩამოყვანილი გურამ ამირხანაშვილი (შაქარაშვილის მეგობარი, რომელიც მცხეთიდან თავდამსხმელებმა მანქანით წამოიყვანეს) მამაკაცს, რომელიც თეთრი მიკროავტობუსიდან ჩამოდის.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს პირი ავთო ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" იყო. თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ახალგაზრდა, რომელიც ვიდეოში ფიგურირებს, ხაშურის მკვიდრი ლაშა ლურსმანაშვილია. იგი გუშინ შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც მან აღნიშნა, ამირხანაშვილს არ იცნობს და დიდუბის მეტროსთან შემთხვევით მოხდვა, რა დროსაც გურამ ამირხანაშვილმა მას ტელეფონზე დარეკვა სთხოვა.

1 ბავშვი 5 კვ.მ-ზე - რა წესების დაცვა მოუწევთ მშობლებსა და პედაგოგებს ბაგა-ბაღებში

"ოთახი, სადაც მოხდა ჩხუბი, დალუქულია და იკვლევენ" - რას აცხადებს ლევან თოფაძის მამა

რას ამბობენ მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე ახლობლები და რას აცხადებენ "ჰერაში"