ავტორი:

"კაცი მოკლა. მდინარეში გადააგდო. მშვიდად დაბრუნდა. დაიძინა... "გამზრდელი" მოსვენებას არ მაძლევს" - რას წერს სკოლის მასწავლებელი შაქარაშვილზე

"კაცი მოკლა. მდინარეში გადააგდო. მშვიდად დაბრუნდა. დაიძინა... "გამზრდელი" მოსვენებას არ მაძლევს" - რას წერს სკოლის მასწავლებელი შაქარაშვილზე

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარტვილიდან, ოთო დანელია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ეს დღეებია აკაკი წერეთლის "გამზრდელი" მოსვენებას არ მაძლევს. მასწავლებლობა ტვირთია. სასჯელიც არის, როცა შენი გაზრდილი ის არ არის, ვინც უნდა იყოს. ღმერთო, როგორ უნდა გაუძლოს გულმა, როცა შენი საკლასო ოთახიდან აფრენილმა მერცხალმა სახე იცვალა და ორბი გახდა. კაცი მოკლა. მდინარეში გადააგდო. მშვიდად დაბრუნდა. დაიძინა. გაიღვიძა და... მასწავლებელმა როგორღა დაიძინოს?! რა ქნას? ძნელია მასწავლებლობა. შენი მოსწავლეების ცოდვები უნდა აიკიდო და გოლგოთას გზას დაადგე... "გამზრდელი" სიბრძნეა და ჩვენ ვასწავლით ამ სიბრძნეს... უბრალოდ, ეშმაკიც იქვეა, საცთურით ხელში და... სულ ვამბობ, გემუდარებით, ღმერთი შეუშვით საკლასო ოთახებში და მერე შედით თქვენ... იქ, სადაც უფალია, მკვლელები არ იზრდებიან... კაცად გაზრდაა მთავარი!!!

რაღაც უნდა შეიცვალოს, ვიღაცამ ფრთები დააჭრა მასწავლებელს და ზუსტად ესაა უბედურების სათავე! მასწავლებლები მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობ! ხო, მართლა, ბავშვებს მხოლოდ უფლებები არა, ვალდებულებებიც დავაზეპირებინოთ!!!

გიორგი, გვაპატიე!", - წერს პედაგოგი.

ასევე ნახეთ: ინტერნეტმომხმარებლის ფრაზა შაქარაშვილზე, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა - "ამდენი ამბავი რა საჭირო იყო უწიგნური ბავშვის მკვლელობაზე?"

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. საქმეზე 17 პირია დაკავებული, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულებს შორის მორაგბეები, ძიუდოისტი და ფეხბურთელი არიან.

საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

ლელა კილაძემ და გიგი უგულავამ შვილის დაბადების დღე ერთად აღნიშნეს - ფოტოები ბორჯომიდან

"ვწუხვარ,  რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იმედები გაუცრუა ამ ქალბატონმა "ექსპერტ" გიდმა" - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და?

"ძაღლის პატრონი თვეებია სასჯელს იხდის... ქალმა პარკი აუქნია და ბავშვს საბელზე ხელი გაეშვა" - წინამძღვრიშვილზე მომხდარი ამბის დეტალები