ლუჟკოვის სავარძელი შეირყა

ლუჟკოვის სავარძელი შეირყა

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ყურადღება მოსკოვის ბაზრის კონკურენციის დაბალ დონეს მიაქცია.

"მოსკოვში ძალიან არაკონკურენტული ბაზარია", - განაცხადა მედვედევმა შაბათს რუსეთის პირველ ვიცე-პრემიერთან იგორ შუვალოვთან შეხვედრისას. პრეზიდენტის თქმით, მოსკოვის ხელისუფლებამ ამ პრობლემას ყურადღება უნდა მიაქციოს. "მოსკოვის ხელმძღვანელობას საფიქრალი აშკარად აქვს", - განაცხადა მედვედევმა.

”მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, სადაც კაპიტალია და დიდი ფული ტრიალებს, მონოპოლია ადვილად ვითარდება”, - განაცხადა შეხვედრაზე პრეზიდენტმა.

ლუჟკოვს ბოლო დროს საზოგადოებრივი აზრიც არ სწყალობს. მოსკოვში ლუჟკოვის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის მიტინგი გაიმართა. ხალხის უკმაყოფილება მერის მიმართ იმან უფრო გაამწვავა, რომ რუსეთში მიმდინარე ხანძრების დროს იური ლუჟკოვი შვებულებაში იმყოფებოდა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ