ავტორი:

"ის წარჩინებული მოსწავლეა, დარჩა ერთი გამოცდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩააბარებს" - პრემიერი COVID-19-ით ინფიცირებულ აბიტურიენტზე

"ის წარჩინებული მოსწავლეა, დარჩა ერთი გამოცდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩააბარებს" - პრემიერი COVID-19-ით ინფიცირებულ აბიტურიენტზე

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, „განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა“ კორონავირუსით დაინფიცირებულ აბიტურიენტთან იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს გამოცდები, აბიტურიენტები და მათი მშობლები საკმაოდ დაძაბულები არიან. ინფექციის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სამინისტრო კომფორტულ პირობებს უქმნის აბიტურიენტებს.

ჩვენ გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ერთი აბიტურიენტი დაინფიცირდა და დღეს ის მკურნალობს. რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ გავერკვიეთ და ეს არის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე, მას დარჩა ერთი გამოცდა და ჩვენ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ დარჩენილ ერთ გამოცდასაც ჩააბარებს, ოღონდ მკურნალობის პირობებში.

ეს არის შეთანხმებული როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე ექიმებთან და განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი და შეეძლოს გააგრძელოს სწავლა, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი აბიტურიენტ ანნა ონიანს 7 ივლისს დაუდასტურდა. მისთვის გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობას ითხოვდნენ სოციალურ ქსელშიც, რადგან გოგონამ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, კონსერვატორიაში ვოკალის განხრით აბარებს, სადაც ვოკალში ყველაზე მაღალი - 98 ქულა აიღო და გამოცდების დაუსრულებლობის გამო უმაღლესი სასწავლებლის გარეთ რჩებოდა.

საჭიროა, თუ არა საქართველოში "რემდესივირის" შემოტანა? - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკულად განწყობილ ექიმებს პასუხობს

როგორ იმუშავებენ მატარებლები საახალწლო დღეებში

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი