ავტორი:

ქეთა თოფურია ნიშნობის ბეჭდით? - ფანების და მედიის ვარაუდით, მომღერალს დიპლომატმა შეყვარებულმა ხელი თხოვა

ქეთა თოფურია ნიშნობის ბეჭდით? - ფანების და მედიის ვარაუდით, მომღერალს დიპლომატმა შეყვარებულმა ხელი თხოვა

რამდენიმე დღის წინ ქეთა თოფურიას "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულმა ახალმა ფოტოებმა მისი ფანებისა და რუსული მედიის ყურადღება მიიპყრო. საქმე ის არის, რომ ფოტოებზე ქეთას მარჯვენა ხელის არათითზე მოზრდილი ზომის ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი შენიშნეს, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ А-Студио-ს სოლისტი თავის ახალ რჩეულზე დაინიშნა.

33 წლის მომღერალი წელიწადზე მეტია ხვდება 36 წლის რუს დიპლომატსა და ბიზნესმენს ლევ ძენგოვს და ამ ხნის განმავლობაში, მათ შესახებ რამდენიმე ჭორი გავრცელდა. მათ შორის ისიც, რომ ქეთა თოფურია ძენგოვისგან შვილს ელოდება, ახლა კი წყვილი დაქორწინებასაც აპირებს. კომენტარებში დასმული ასობით შეკითხვა ქეთა თოფურიამ უპასუხოდ დატოვა და არც მედიასთან გაუკეთებია კომენტარი ამ საკითხზე.

აღსანიშნავია, რომ ლევ ძენგოვს წლების წინ სულ სხვა სახელითა და გვარით, ასევე სხვა პროფესიით იცნობდა რუსული საზოგადოება - ის პაველ გუზბანდი გახლდათ და 2005 წელს ბელორუსული ბოი-ბენდის "არბატის" შემადგენლობაში მღეროდა. დიპლომატი აქამდე ორჯერ იყო დაქორწინებული.

ძენგოვთან ურთიერთობის დასაწყისში, ქეთა თოფურია გამოტყდა, რომ რჩეულთან თავს შესანიშნავად გრძნობს, ამ ურთიერთობის სჯერა და მომავალში დიდ ოჯახზეც ოცნებობს.

"აუუ, რა კარგი დღე არის! ეჰეეე, რამდენი ქალია!" - თბილისისა და ქალების მოტრფიალე პოეტი, რომლის პოეზიას "ეროტიკულსაც" კი უწოდებდნენ

"სექტისმაგვარი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა, ხედავენ და მაინც არ სჯერათ, რა უბედურებაა, ვერ ვხვდები..." - გია ონიანი პანდემიაზე, ოჯახსა და კარიერაზე

8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია დაინიშნა - ნიშნობის ფოტოები "ინსტაგრამიდან"