ავტორი:

"დიდი ორთაბრძოლა გველის, დანდობა არ იქნება!" - რა ელოდება მაყურებელს "მასტერშეფის" ნახევარფინალში

"დიდი ორთაბრძოლა გველის, დანდობა არ იქნება!" - რა ელოდება მაყურებელს "მასტერშეფის" ნახევარფინალში

რამდენიმე დღეში ქვეყნის ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუ „მასტერშეფის“ ფინალისტების ვინაობა გახდება ცნობილი. მანამდე კი ნახევარფინალია, რომელშიც მონაწილეებს ორი ურთულესი დავალების შესრულება მოუწევთ.

როგორც ჟიურის წევრები აღნიშნავენ, კერძების ხარისხი ყოველ შემდეგ სეზონზე უმჯობესდება, ამიტომ დავალებებიც რთულდება და მათთვის თავის გართმევას მხოლოდ საუკეთესოები შეძლებენ.

როგორ ახასიათებს კონსტანტინე თედელური მასტერშეფის მესამე სეზონის მონაწილეებს და რა ელოდება მაყურებელს ნახევარფინალში, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- რით გამოირჩევა მესამე სეზონი დანარჩენი სეზონებისგან?

- პირველ რიგში, ხარისხით - როგორც კერძების, ისე მთლიანად პროცესისა. პირველი სეზონი უფრო საჩვენებელი, საცდელი იყო. მისმა ფინალმა გვაჩვენა, როგორი უნდა ყოფილიყო ქვედა ზღვარი მეორე სეზონის მონაწილეებისთვის. ახლაც ასეა, მესამე სეზონმა ისეთი შედეგები გვიჩვენა, რომ მეოთხე სეზონისთვის კარგი მაგალითი იქნება. ყოველ შემდეგ სეზონზე ხარისხი კიდევ უფრო მოიმატებს.

- რა იყო ყველაზე გემრიელი და ყველაზე ცუდი, რაც ამ სეზონზე გასინჯეთ?

- ყველაზე გემრიელი - თევზი, რომელიც კასტინგებზე გავსინჯე და ყველაზე ცუდი - ღორის ხორცი, როგორც დესერტი, წაბლის თაფლით - ძალიან რთული საჭმელი იყო.

- ეგ ტური ერთგვარი ექსპერიმენტი იყო. რამდენად გაამართლა ქართულ ''მასტერშეფში''?

- ეს ექსპერიმენტი ჩვენ არ მოგვიგონია. როგორც არქიტექტურაში, ასევე დიზაინში, კულინარიაში, არის ტენდენციები, რომლებიც ჩამოყალიბებიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ეტაპობრივად გამოდის ხოლმე საჯაროდ, რათა საზოგადოება სიახლეს ნელ-ნელა შევაჩვიოთ.

- თქვენი პროფესიის მონაწილე იყო პროექტში - ზურა ხოკერაშვილი, რომელიც არქიტექტორია. თუ იგრძენით „კავშირი“ თქვენ შორის?

- ჩვენ შორის არა, თუმცა ზურასა და მის კერძებს შორის - დიახ. ის ბაზისური ცოდნა, რაც არქიტექტურამ მისცა, ეხმარებოდა კერძის დაშლასა და ხელახლა აწყობაში, მაგრამ მას კულინარიის ნიჭი არ აღმოაჩნდა, რომ ეს ყველაფერი კარგად „შეეფუთა“.

- ამ სეზონში რომელიმე კონკურსანტმა თუ გაგიცრუათ იმედი?

- ნინომ, რომელსაც ოქროს წინსაფარიც მივეცით და არ გვეგონა, თუ ასეთ შედეგს მივიღებდით.

- ელოდით, რომ სწორედ ეს ხუთეული იქნებოდა ნახევარფინალში?

- ალბათ, 70%-ს დიახ. თავიდანვე ეტყობოდათ, რომელი კონკურსანტები დატოვებდნენ პროექტს. დანარჩენი უბრალოდ ადგილების გადანაწილებაზე იყო - ვინ დარჩებოდა, პირობითად, მესამე ადგილზე, ვინ ჩამოქვეითდებოდა.

- როგორ დაახასიათებდით ხუთეულს?

- იანა პერფექციონისტი ტექნოლოგია, რომელმაც იცის, იდეალურად როგორ მოამზადოს პროდუქტი (მოხარშოს, შეწვას და სხვ.), მაგრამ ცოტა „ნაზი გემოები“ აქვს, რომლებიც ხანდახან არც კი იგრძნობა ხოლმე.

ქეთო კარგი გოგოა, მაგრამ ზედმეტად დარწმუნებულია თავის თავში. კრიტიკას იღებს, მაგრამ ავტომატურად ბლოკავს.

თემო მიქსოლოგია, რომელიც ექსპერიმენტი იყო ჩემთვის - ადამიანს თუ ასეთი გემო აქვს სასმელებში, კერძებში როგორ „დამისვამს“. ვინაიდან უფრო მკვრივ მასალასთან ჰქონდა შეხება, ვიდრე სითხეა, ეს მკვრივი მასალები კარგად ვერ ათამაშა, თორემ გემო კარგად დასვა.

ანნას კარგად გამოსდის კერძების მომზადება, ეშინია სიახლის, რჩევასაც ავტომატურად ბლოკავს. ალბათ, არასწორი შეხედულებები აქვს რაღაცებზე. როგორც მზარეულს, ანნას სამზარეულოში ვერ ვხედავ, რესტორნის მმართველად ან მენეჯერად უფრო წარმომიდგენია.

სერგო ძალიან ნიჭიერია. ალბათ, ეს ნიჭი თანდაყოლილია და ღმერთისგან ჩამოუვიდა. ადამიანს შეუძლია არაფრისგან შექმნას კერძი. თვითნაბადი ნიჭი აქვს, როგორიც ფიროსმანს ჰქონდა.

- რა ელოდება მაყურებელს ნახევარფინალში?

- დიდი ორთაბრძოლა, დანდობა არ იქნება!

gemrielia.ge

"სექტისმაგვარი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა, ხედავენ და მაინც არ სჯერათ, რა უბედურებაა, ვერ ვხვდები..." - გია ონიანი პანდემიაზე, ოჯახსა და კარიერაზე

8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია დაინიშნა - ნიშნობის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

რატომ აჩუქა ჯორჯ კლუნმა 14 მეგობარს მილიონ-მილიონ დოლარი - "ვიფიქრე, ავტობუსმა რომ დამარტყას, მაინც მათია ჩემი ქონება და რატომ ველოდო ავტობუსს?!"