ავტორი:

"ბასკოვის და ვალერიას კონცერტები გვიშველის?!" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში გავრილოვისა და რუსი მომღერლებისთვის "კეთილი ნების ელჩის" სტატუსის მინიჭებას

"ბასკოვის და ვალერიას კონცერტები გვიშველის?!" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში გავრილოვისა და რუსი მომღერლებისთვის "კეთილი ნების ელჩის" სტატუსის მინიჭებას

რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომლის ჩამოსვლის გამო, საქართველოში 20 ივნისის რამდენიმეთვიანი საპროტესტო ტალღა დაიწყო, "აფხაზეთის კეთილი ნების ელჩის" სტატუსი მიიღო.

სოციალური პლატფორმის "აფხაზეთის მომავლის" თანათავმჯდომარის მილანა ხაშბას თქმით, "აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების" ახალ შემადგენლობაში აფხაზური და რუსული მხარეებიდან 10-10 ადამიანი ირიცხება.

ეს სტატუსი ასევე მიიღეს რუსეთის სახალხო არტისტმა ნიკოლაი ბასკოვმა, მომღერალმა ვალერიამ, კინორეჟისორმა ემირ კუსტურიცამ და სხვებმა, რომლებიც მრავალშვილიანი აფხაზი დედების დასახმარებლად იმღერებენ.

აღნიშნული პროექტი მოსკოვში 2017 წელს დაარსდა და მისი ფუნქცია, ჰუმანიტარულ პროექტებში ჯანდაცვის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით მუშაობაა.

ქვლმოქმედებიდან შემოსული თანხა რომ მრავალშვილიან დედებს მომხარდებათ, ამის არ სჯერა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს. აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მოსკოვიდან ჩამოსული ნიკოლაი ბასკოვისა და ვალერიას კონცერტებით, აფხაზეთის ეკონომიკასა და სოციალურ პრობლემებს არ ეშველება.

"ეს ყველაფერი კი შოუს ნაწილია, რომელსაც წინა, ხაჯიმბას ხელისუფლების ინერციით, ბჟანია-ანქვაბის გუნდიც აგრძელებს".

"მხოლოდ ჩემს გარშემო, პატარა ოჩამჩირეში, არაერთი მარტოხელა დედაა, არა მრავალშვლიანი, მაგრამ მარტოხელა - ერთი ან ორი შვილით. ტურისტული სეზონისას, გასულ წლებში ისინი ახლო-მახლო სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში მუშაობდნენ მზარეულებად, დამლაგებლად, დამხმარეებად, წელს კი ტურისტები არ გვყავს, მარტოხელა დედები უმუშევრები დარჩნენ, ბავშვები მშივრები..." - წერს ინტერნეტმომხარებელი ლუიზა კვიკვინია.

"იმ ბავშვების მამების ცხოვრება ძალიან ზუსტად ასახავს ჩვენი ქვეყნის რეალობას. მათ პატარა, სკოლის ასაკში მარიხუანის მოწევით დაიწყეს, შემდეგ იაფიანი სააფთიაქო ნარკომანიით გააგრძელეს, შემდეგ ვენურ ნარკოტიკზე გადავიდნენ და ბოლოს ლოთობით აგრძელებენ ცხოვრებას. მუშაობენ სხვადასხვა ქალაქში, სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, სოჭში, ადლერში.... ზოგჯერ მშენებლობაზე, მანქანის ხელოსნებად ან სადმე სხვაგან, თუმცა სახლში ვერაფერს გზავნიან, ან თითქმის ვერაფერს, რადგან თვიანთ პრობლემებსაც ვერ აგვარებენ და ზოგჯერ ჩამოსავლელად ამ სულაც იქ საარსებოდ მოხუცი მშობლები უგზავნიან ფულს.

ჩვენს გარშემო ათეულობით ასეთი ოჯახია, ერთნაირი ისტორიებით. თუ ჩვენს სამუშაოდ გადახვეწილ კაცებს გაუმართლათ და აფხაზეთში დაბრუნდნენ, აქ აგრძელებენ დალევას და ბომჟურ ცხოვრებას, ითრევენ მოზარდებს თავიანთ წუმპეში და ასე გრძელდება წლებია. ჰოდა, ბატონებო, სოხუმის სანაპიროს სანახავად რამდენიმე დღით ჩამოსული ბასკოვი და კუსტურიცა ჩვენს პრობლემას ვერ უშველიან..." - წერს ადგილობრივი "გალა-ვაის" ფსევდონიმით.

"საინტერესოა, მაინც რამდენი მრავალშვილიანი დედა გვყავს, თუ არ ჩავთვლით სოფლებში, რამდენიმე ცალკეულ შემთხვევას, აფხაზეთში წლებია 2 შვილზე მეტს არავინ აჩენს, გამოკვების თავი არ აქვთ...

კიდევ, ბოლო წლებია, არავინ არაფერს ამბობს შშმ პირ ბავშვებზე, თითქოს არც არსებობენ, მშობლებს აუტიზმის სპექტრისა და დაუნის სინდრომის მატარებელი ბავშვები სახლიდან არ გამოჰყავთ, ყველას არიდებენ... არ არსებობს მათთვის პროგრამები, რითაც ისინი სოციალიზაციას შეძლებენ. მეტიც, უამრავმა დედამ არც იცის შვილის დიაგნოზი და უბრალოდ, სახლში გამოკეტილად ზრდის მათ. ეს არის რეალობა, რომელიც ყველამ იცის, მაგრამ ყველა თვალს ხუჭავს..." - მიაჩნია "ელი კლარკს".

"შესაძლებელი რომ ყოფილიყო შუშის შენარჩუნება, შენარჩუნდებოდა, ქალაქიდან 300-ზე მეტი გმირის ცხედარი გამოვიყვანეთ, წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის ბრძოლა იყო?" - ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

პუტინმა ალიევთან საუბრისას იმ რაიონებში მდებარე ეკლესია-მონასტრების უსაფრთხოების საკითხი განიხილა, რომელიც აზერბაიჯანს უბრუნდება

"იმედია, ქართველების დაკეტილ სახლებს არ შესთავაზებენ..." - რა გამოხმაურება მოჰყვა აფხაზეთში ყარაბაღიდან დევნილების მიღების იდეას