ავტორი:

კადრები, რომელშიც "ქართული ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი იარაღით ხელში მისდევს მოქალაქეს - რას აბობს შსს?

კადრები, რომელშიც "ქართული ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი იარაღით ხელში მისდევს მოქალაქეს - რას აბობს შსს?

ახალქალაქის ადგილობრივმა გამოცემამ Akhalkalaki News გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი მოქალაქეს იარაღით მისდევს.

საქმე, სავარაუდოდ, 26 მარტს ახალქალაქში მომხდარ კონფლიქტს შეეხება, რომლის შედეგადაც არა ენზელ მკოიანი, არამედ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, სამველ პეტროსიანი და მკოიანის ძმიშვილი დააპატიმრეს.

მკოიანმა ინციდენტის შესახებ განცხადება 31 მარტს გაავრცელა და ამბობდა, რომ პეტროსიანი მას თავს დაესხა და მისი მოკვლა სცადა, ხოლო თვითონ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის უფლება ჰქონდა.

მკოიანის განცხადებით, დაპირისპირება თავდაპირველად მის ძმიშვილსა და პეტროსიანის შვილს შორის დაიწყო, ინციდენტის დაწყებას კი თავად არ დასწრებია, თუმცა მოგვიანებით ადგილზე მისულმა "მისი განმუხტვა შეძლო". მკოიანის ვერსიით, როდესაც ის და მისი ოჯახის წევრები ტერიტორიის დატოვებას აპირებდნენ, ადგილზე მივიდა პეტროსიანი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე გაისროლა და თან ყვიროდა, რომ მის მოკვლას აპირებდა, თუმცა ახალმა ვიდეოკადრებმა გააჩინა კითხვები, რომელზეც პასუხების მისაღებად ambebi.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვიპასუხეს, რომ საკითხს სწავლობენ და ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტრს ვერ გააკეთებენ.

"ნასვამი ყოფილა, სიტუაციაც აფექტური იყო, თანაც სიყვარული ადამიანის ეიფორიულ მდგომარეობას იწვევს" - რას ამბობს ხათუნა ხოფერია ჟვანია-თოფაძის საქმეზე?

გარდაიცვალა ერთი ოჯახის 3 წევრი - ბებია, რძალი და შვილიშვილი - ბათუმი-ჩაქვის გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები

"ჩაუსაფრდნენ და თითქმის 20 ტყვია დაახალეს" - კრიმინალური გარჩევა თუ სუფრაზე მომხდარი კონფლიქტის სისხლიანი გაგრძელება