ავტორი:

რას წარმოადგენს კომპანია ZAG, სადაც გარდაცვლილი გოგონა მუშაობდა და დღეს სამართალდამცავები შევიდნენ?

რას წარმოადგენს კომპანია ZAG, სადაც გარდაცვლილი გოგონა მუშაობდა და დღეს სამართალდამცავები შევიდნენ?

ამ ცოტა ხნის წინ, კომპანიაში "ზეგ" სამართალდამცველები შევიდნენ. ეს არის ერთ-ერთი სამსახური, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ეს დეველოპერული კომპანია დაკვეთებს მხოლოდ უცხოეთიდან იღებდა და ქართულ ბაზართან შეხება არ ჰქონდა. კომპანიის ხელძღვანელობამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამდნენ მათი თანამშრომლის გარდაცვალების გამო. კომპანიის დირექტორის თქმით, თამარ ბაჩალეიშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ მენეჯმენტს გასულ კვირას აცნობა.

"შპს "ზეგ" არის IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია და საქართველოში უკვე 5 წელია არსებობს. დასაქმებული გვყავს 50-მდე თანამშრომელი და წარმატებულად ვახერხებთ ზრდას. ვმუშაობთ ექსკლუზიურად ამერიკაზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ გვაქვს, შესაბამისად, პიარიც არ გვჭირდება და მაღალი ცნობადობაც არ გაგვაჩნია. ალბათ, ამ ბოლო დროს ხშირად გაგვიგია ყველას სიტყვა აუთსორსინგი. დამკვეთი კომპანია თავის ქვეყანასთან შედარებით დაბალ ფასად უკვეთავს პროექტს შემსრულებელს, რომელიც არაა სავალდებულო გეოგრაფიულად იქვე იყოს და ასე მარტივად საქმდებიან განვითარებად ქვეყნებში ადამიანები. ასევე მოგეხსენებათ, პროგრამისტის სამუშაოს აღწერა საკმაოდ რთულია მათთვის, ვინც კომპიუტერული ენა არ იცის. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, თუ რატომ შეიძლება ვერ ახსნა რას აკეთებს კონკრეტულად პროგრამისტი, იგივე დეველოპერი", - ვკითხულობთ შპს "ზეგ"-ის დირექტორის თამარ კობერიძის განცახდებაში. (იხილეთ სრულად)

სავარაუდოდ, კომპანიაში სამართალდამცავების შესვლის მიზეზი გარდაცვლილის ოჯახის გამოთქმული ეჭვი იყო, რომ ეს უბედური შემთხვევა, შესაძლოა, სამსახურიდან ზეწოლის ფაქტებს უკავშირდებოდეს. ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა თანამშრომელთა კომპიუტერები ამოიღეს.

რა სახის კომპანიაა "ზეგ"?

ეს არის 2015 წელს დაფუძნებული შპს - IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია, რომელიც მუშაობს ექსკლუზიურად ამერიკაზე.

მისი საქმიანობის კატეგორიებია:

კომპიუტერული და პროგრამული მომსახურება

საქმიანობის სფერო:

პროგრამული უზრუნველყოფა;

კომპიუტერული პროგრამირება;

რა პოზიციაზე მუშაობდა თამარ ბაშალიაშვილი?

ვებ დეველოპერი, ან პროგრამისტი (რასაც თამარ ბაჩალიაშვილი საქმიანობდა) არის ადამიანი, რომელიც იღებს ვებ დიზაინს - რომელიც შექმნილია კლიენტის, ან დიზაინერების ჯგუფის მიერ და აქცევს მას საიტად. ისინი ამას ახერხებენ კოდების წერით, სხვადასხვა ენების გამოყენებით. ვებდეველოპერებს საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ.

ვინ არის კომპანიის მფლობელი?

შპს "ზეგ"-ის მფლობელი ამერიკის მოქალაქე აბრაჰამ რაიხბახია, რომლის შესახებაც ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება, მხოლოდ ის იძებნება, რომ საჯარო ჩანაწერების მიხედვით მასთან ასოცირდება 24 კომპანია. კომპანიები იქმნებოდა თვრამეტი წლის განმავლობაში, უახლესი დაფუძნდა 2020 წლის ივნისში.

ვინ არის დირექტორი?

"ზეგ"-ის დირექტორი საქართველოში თამარ კობერიძე გახლავთ. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ნიკოლოზ გეჯაძე გახლდათ, რომელიც ახლა კომპანიის მენეჯერია.

ნანა ფიცხელაური

თბილისში, ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომლები ორი  ადამიანის ცემის ბრალდებით  დააკავეს

"გამოჩნდა ბაჩანა-2 ემზარ საბანაძის სახით, რომელმაც დააყენა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი" - თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში გამოკითხეს

"მოზარდის გარდაცვალება ფარავს ყველაფერს, რომ რაიმე საშეღავათო პირობა მოვითხოვოთ" - ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა