ავტორი:

რას წერს რუსული მედია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე?

რას წერს რუსული მედია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე?

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმე რუსული მედიისა და ინტერნეტმომხმარებლების აქტიური განხილვის საგანია... ზოგი მათგანი წერს, რომ "ინტერნეტხანაში ახალგაზრდების გაურკვეველ ვითარებაში დაკარგვა სულ უფრო თვალშისაცემი გახდა...".

"ქართული საგამოძიებო სისტემები, სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარებით, თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი და მუშაობაც არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა როდესაც გამოძიება ჩიხში შედის, ეს აჩენს კითხვებსა და ეჭვებს, აქტიურდება მედია და საზოგადოება, რაც ხელისუფლებას მოდუნების საშუალებას არ აძლევს..." - წერენ ისინი.

theworldnews.net-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, როგორ გაქრა ახალგაზრდა ქალის კვალი, თუმცა ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს...

"მამამისი და ოჯახის სხვა წევრები გამორიცხავენ, რომ გოგონას თავი მოეკლა... მათთვის ასევე უცნობია, რა უნდოდა გოგონას იმ რაიონში, სადაც მათ არც ახლობლები ჰყავთ და აღარც ნათესავები. ის სახლიდან, შაბათს, 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ, ოჯახის წევრებს არ უნახავთ. ის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს...." - წერს გამოცემა.

"პროგრამისტის სიკვდილი, უამრავი კითხვის ნიშნით..." - წერს ekhokavkaza.com და დასძენს, თუ როგორ გამორბოდა გოგონას აყვირებული მამა სახლიდან სიტყვებით, "ის მკვდარი იპოვნეს ტყეში...".

გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩის კამერებმა ჰიუნდაის მარკის ნაცრისფერი ავტომანქანა სოფელ ხაიშთან (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) დააფიქსირეს.

ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მათთვის უცნობია, რატომ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი ამ ტერიტორიაზე საკუთარი მანქანით... ოჯახის წევრების თქმითვე, თამარი სახლიდან იშვიათად გადიოდა, სამსახურის საქმეებს ძირითადად სახლიდან აკეთებდა და გაუჩინარებამდე, მას არც ოჯახური კონფლიქტი ჰქონია" – წერს გამოცემა.

მათივე ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ ახალგაზრდა ქალის გაუჩინარება შესაძლოა კავშირში ყოფილიყო მის საქმიანობასთან - თამარმა სამსახური, სადაც 2017 წლიდან მუშაობდა, გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა, დედამ არ იცის, რა სამუშაოს შესრულებას გულისხმობდა ზუსტად შვილის სამსახური და სად იყო ოფისი.

ოჯახის წევრების თქმით, გოგონა სამსახურიდან სახლში გაღიზიანებული და ატირებული მოდიოდა, რაც მათივე თქმით, დიდი ალბათობით სამსახურში არსებულ პრობლემებს უკავშირდება. საინტერესოა, რა შეემთხვა ახალგაზრდა ქალს, რომელიც თავისი ასაკისთვის ძალზე ჭკვიანი და წარმტებულია" - წერს yandex.ru.

მომხდარ ტრაგედიას აქტიურად განიხილავენ რუსი ინტერნეტმომხმარებლებიც:

"მე არ ვიცი ქართული, მაგრამ ძალიან მძიმე იყო ოჯახის ტრაგედია... არაერთხელ ვყოფილვარ საქართველოში, როგორც ზღვაზე, ასევე მთაში და ვიცი, რომ გზები დაცულია, ყველგან ჭკვიანი და სათვალთვალო კამერებია. რატომ მხოლოდ ერთი ფრაგმენტი?... იმედია, სხვებიც იქნება და ბევრ რამეს ახდის ფარდას...

რაღაც მედიკამენტები ჰქონია მანქანაშიო, იმედია, რომელიმე აფთიაქს ექნება ჩანაწერი, თუ ნამდვილად შეიძინა... კიდევ - თუ სახლიდან მუშაობდა, სამსახურიდან გაღიზიანებული როგორ მოდიოდა? ერთი სიტყვით, საკმაოდ ხიშრად ვარ საქართველოში და მტკიცედ მჯერა, რომ ეს ჩრდილოეთ კავკასია, მოსკოვის გარეუბანი ან რუსეთის რომელიმე "მძიმე" რეგიონი არ არის, სადაც მკვლელობის მუდმივი წახალისება, მათი გავლენების მიხედვით ხდება, ევროპის სტანდარტებით აღჭურვილი ქვეყანაა და ყველაფერი გაირკვევა" - წერს მოსკოველი ლუდმილა ლინკოვა.

"მგონია, ყველაზე მეტი იმ კომპანიამ იცის, სადაც გოგონა მუშაობდა, თუმცა ვფიქრობ, საქართველოს საკმაოდ მაღალკვალიფიციური, კარგად მომზადებული სამართალდამცველები ჰყავს და არა საბჭოთა კლასის, საქაღალდეებით მოსიარულე ჩინოვნიკები. ერთი სიტყვით, -თუ იქნება ნება, ეს საქმე გაირკვევა, მოკლეს თუ თავი მოიკლა. თუ თვითმკვლელობაა, ის ვიღაცამ მიიყვანა აქამდე..."- მიაჩნია ედგარ მალინს.

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებზე განცხადებას ავრცელებს

"თამუნამ მანქანა დაახლოებით 20 დღის წინ იყიდა, შერჩევაში ვეხმარებოდი... წარმოუდგენელია თავი მოეკლა" - რას ამბობს გარდაცვლილი პროგრამისტის ახლობელი?

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა - გარდაცვლილის მამა დაზარალებულად ცნეს