ავტორი:

"მოველი, რომ შემოტევა იქნება, მაგრამ მზად ვარ" - ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

"მოველი, რომ შემოტევა იქნება, მაგრამ მზად ვარ" - ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

ქართველი პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილის კარიერაში სიახლეა - 2021 წლიდან ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ანანიაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ადასტურებს.

"დიახ, ასეა, გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო" - ამბობს ანანიაშვილი.

მისი განმარტებით, ეს თანამდებობა არ ნიშნავს, რომ ის ქართულ დასს დატოვებს.

"სხვანაირად მე ამ შემოთავაზებას არ დავთანხდებოდი. მე არ ვტოვებ დასს, აქ ვრჩები და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მე უფრო მეტ საშუალებას მომცემს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოვიზიდო ჩემს მიმართ და საქართველოს დასის მიმართ. გეტყვით კიდევ ერთ მიზეზს, რატომაც დავთანხმდი - ამ თეატრში სპექტაკლებს დგამს ძალიან ცნობილი ქორეოგრაფი ნაჩო დუატო. დღემდე ვერაფრით მოვახერხე მისი საქართველოში წამოყვანა. რატომღაც არ მოდიოდა საქართველოში. ან დასს არ იცნობდა, ან სხვა მიზეზი იყო. ახლა - მე მექნება შესაძლებლობა ნაჩო დუატოს სპექტაკლი დავდგათ საქართველოში" - აღნიშნავს ანანიაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

როგორც ქართველი ბალერინა ამბობს, თანამდებობა თეატრის ხელმძღვანელობამ შესთავაზა.

"სხვათა შორის, დიდი ხანი მიტევდნენ ამ წინადადებით, მაგრამ არც განვიხილავდი ამ საკითხს, ვერც წარმომედგინა, რომ ეს პანდემია ასეთ შედეგებს მოიტანდა და ყველაფერი გაჩერდებოდა" - ამბობს ანანიაშვილი.

პრიმა ბალერინას თქმით, იცის, რომ მის გადაწყვეტილებას კრიტიკაც მოჰყვება და ამისთვის მზად არის.

"მე მოველი, რომ შემოტევა იქნება პირადად ჩემი მისამართით, მაგრამ მზად ვარ. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ხელოვნება ასეთი გაპოლიტიზირებული. გერმანიასთანაც გვქნდა ომი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვემეგობროთ მათ. სხვათაშორის, სპეციალურად დავთანხმდი იმიტომაც, რომ ეს არ იყო დიდი ქალაქი. თუმც კი, ციმბირია, საკმაოდ რთული მხარე და ყველა გამოწვევა გავიაზრე - ოღონდ იმ მოტივით, რომ საქმეს კი არ გავაფუჭებ ამით, არამედ პირიქით" - განაცხადა ანანიაშვილმა.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად "რადიო თავისუფლებაზე"

"ვინც პოსტავს ბაბუაჩემზე გარდაიცვალაო, ეს არის სრული ტყუილი და სისულელე" - თემურ წიკლაურის შვილიშვილი განცხადებას ავრცელებს

ინფორმაცია თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ, მცდარია - მომღერალი ცოცხალია და მას გორის კლინიკაში მკურნალობენ

გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული და სკანდალური ქორწინება თურქ ვარსკვლავთან  - ვინ არის და როგორ ცხოვრობს დემირი "ჩუქუროვადან"