ავტორი:

94 წლის ფილ სფრინგერის მუსიკალური გზავნილი ქართველებს - რას ამბობს კომპოზიტორი, რომელიც მუსიკას ფრენკ სინატრასა და ელვის პრესლისთვის წერდა

94 წლის ფილ სფრინგერის მუსიკალური გზავნილი ქართველებს - რას ამბობს კომპოზიტორი, რომელიც მუსიკას ფრენკ სინატრასა და ელვის პრესლისთვის წერდა

რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორი, 94 წლის ფილ სფრინგერი "მთვარის სონატას“ ასრულებს და მის შვილს ასე ულოცავს დაბადების დღეს. ინტერვიუს იდეაც ზუსტად ამ ვიდეოს ნახვის შემდგომ დაიბადა.

მის შვილთან თამარ სფრინგერთან რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ფილ სფრინგერი გაზეთ "კვირის პალიტრას“ ინტერვიუზე დათანხმდა. სტატია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. მანამდე კი გთავაზობთ ფრაგმენტს 94 წლის კომპოზიტორის ინტერვიუდან, რომელშიც ის მსოფლიოში ცნობილი საახალწლო სიმღერის "Santa Baby”- ის დაწერის ისტორიას ყვება.

"1953 წლის ზაფხული იდგა, მე და ჩემი პარტნიორი ჯოან ჯევითსი (ავტ. მისიკის ტექსტის ავტორი) მიგვიწვიეს საშობაო სიმღერის დასაწერად. სპეციალურად 26 წლის ბროდვეის ვარსკვლავ - ერთა ქითისთვის უნდა შეგვექმნა მუსიკა. ნიუ-იორკში, ბრილის სახელგანთქმულ შენობაში შევხვდით ერთმანეთს, რომ ახალ პროექტზე გვემსჯელა. შეხვედრაზე ჯოან ჯევითსი უკვე მოფიქრებული სახელწოდებით მოვიდა - "სანტა ბეიბი“, ეს იქნება სიმღერის სახელიო და ყველანი ერთხმად დავეთანხმეთ, ერთას ემოციურ და სექსუალურ ვოკალს ეს სახელი უხდებოდა.

იმ დღესვე დავიწყეთ მუშაობა მე და ჯოანამ. შემდეგ შეხვედრაზე პროდიუსერებს კომპოზიციის რამდენიმე აკორდი დავუკარი, თუმცა არც კი მიოცნებია, რომ ეს მელოდია მოეწონებოდათ, სანამ ხმა არ მომესმა - "ფილ, ძალიან მაგარია!“ - ყვება კომპოზიტორი.

ასე შეიქმნა ცნობილი ჰიტი, რომელიც უკვე 68 წელია საახალწლო განწყობის განუყოფელი ნაწილია. ფილ სფრინგერი ახლა 94 წლისაა, ის კალიფორნიაში ცხოვრობს და დღემდე წელიწადში, სულ ცოტა, 35 კომპოზიციას ქმნის. ცნობილი კომპოზიტორი მუსიკამ ძალიან პატარა, 6 წლის ასაკში გაიტაცა, როდესაც ის ბახის ნაწარმოებებს სმენით აწყობდა ფორტეპიანოზე და ოჯახის წევრებისთვის უკრავდა.

ფილ სფრინგერს შექმნილი აქვს კომპოზიციები ფრენკ სინატრასთვის, ჯუდი გარლენდისთვის, ელვის პრესლისთვის, არეტა ფრანკლინისთვის.

საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრების გარდა, ამერიკელი კომპოზიტორი ცნობილია მისი თავგადასავლებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომში წასვლის დროს გადახდა.

ვრცელი, გულწრფელი საუბრის შემდეგ, კი ჩემს თხოვნაზე ვიდეო ჩაეწერა სპეციალურად ქართველი მკითხველისთვის, უარი არ თქვა.

ფილ სფრინგერი მადლობას უხდის ქართველ მსმენელს.

"ძვირფასო ქართველებო, ახლა რამდენიმე აკორდი დავუკარი ჩემი საახალწლო სიმღერიდან "Santa Baby”, ძალიან გაფასებთ იმისთვის, რომ უსმენთ ჩემს მუსიკას, დაახლოებით 20 წლის ასაკში შევქმენი ეს სიმღერა და მადლიერი ვარ იმ სიყვარულისთვის, რასაც ხალხი გამოხატავს!“ - ამბობს დიდი კომპოზიტორი.

ავტორი: ნინო წიფურია

"ამ ადამიანს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა... როგორც ჩანს, გარკვეული საცდურიც იყო" - როგორ აფასებენ ხელოვანები ნინო ანანიაშვილი გადაწყვეტილებას?

როგორ ხვდებიან და აღნიშნავენ შობას პოპულარული ქართველი ქალბატონები - მათი სადღესასწაულო რეცეპტები

"მოველი, რომ შემოტევა იქნება, მაგრამ მზად ვარ" - ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს