ავტორი:

როგორ გამოიყურება "ნოტრ-დამი" ხანძრის შემდეგ - პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფოტოები

როგორ გამოიყურება "ნოტრ-დამი" ხანძრის შემდეგ - პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფოტოები

850 წლის გოთიკური შედევრი, ისტორიული შენობა და პარიზის სავიზიტო ბარათი - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2019 წლის 15 აპრილს გაჩენილმა ხანძარმა მნიშვნელოვნად დააზარალა. შენობა სრულად არ დამწვარა, განადგურდა მისი ნაწილი და იმდენად, რომ აღდგენას წლები დასჭირდება.

ტაძრის აღდგენის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ამაზეც იმოქმედა და სამუშაოები შეფერხდა.

საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ტაძარი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და მის არქიტექტურაში არაფრის შეცვლას არ აპირებენ. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარს „საშინელი ტრაგედია“ უწოდა.

„ჩვენ ერთად ავაშენებთ თავიდან პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს“, - თქვა მაკრონმა 2019 წელს. მისივე განცხადებით, ტაძრის სრულ აღდგენას და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას 5 წელი დასჭირდება და 2024 წლისთვის ის კვლავ უმასპინძლებს მომლოცველებსა და ვიზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მაკრონის განცხადებას ვერ იზიარებენ ექსპერტები და თვლიან, რომ ეს დრო არარეალურად მცირეა და სამუშაოების დასრულებას ხუთ წელზე გაცილებით მეტი დრო დასჭირდება.

საფრანგეთის კულტურის მინისტრის განცხადებით, ტაძრის რეკონსტრუქციას თითქმის 1 მილიარდი ევრო დასჭირდებოდა.

გასული წლის დეკემბერში ტაძარში ვერ გაიმართა საშობაო მესა და ასეთი რამ ბოლო 200 წელიწადში პირველად მოხდა. ხანძრამდე წელიწადში ტაძარს თითქმის 13 მილიონი ადამიანი სტუმრობდა. აღსანიშნავია, რომ ამდენი ადამიანი ეიფელის კოშკითაც კი არ ინტერესდება და პარიზში ჩასულ ადამიანთა ინტერესის მთავარ სფეროს სწორედ ეს დიდებული ტაძარი წარმოადგენს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მეფე ლუი VII-ის მმართველობის დროს, 1163 წელს დაიწყო, თუმცა მას დასრულებული სახე მხოლოდ 1345 წელს მიეცა. ტაძარი ბევრჯერ დაზიანდა სხვადასხვა ომების, რევოლუციის დროს, თუმცა ყოველთვის გადარჩა.

2019 წელს გაჩენილი ხანძრის დროს ცეცხლი ტაძრის უნიკალურ სახურავს მოედო. გოთიკურ შედევრს ნაპრალები ჰქონდა გაჩენილი, რის გამოც კათოლიკურმა ეკლესიამ მისი რეკონსტრუქცია მოითხოვა. ვარაუდობენ, რომ ხანძარი სწორედ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს მოჰყვა. ცეცხლმა გაანადგურა ტაძრის ზარების ორი კოშკი და ცენტრალური შპილი, რომელიც მთლიანად ჩამოინგრა.

შენიშვნა: მოცემული ფოტოები 2020 წლის გაზაფხულზეა გადაღებული, თუმცა მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა, რადგანაც პანდემიის გამო სამუშაოები შეფერხებულია. ფოტოები გამოქვეყნებულია CNN-ისა და BBC-ის მიერ.

საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი, რომელსაც უკანასკნელი თხოვნა ქართულად აუსრულეს, გარდაიცვალა

ალასკის ნახევარკუნძულთან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

მამაცი ავღანელი მოზარდი გოგონა, რომელიც "თალიბანის" 40 მებრძოლს მარტო შეებრძოლა - როგორ იძია შური მოზარდმა მშობლების დახოცვის გამო