ავტორი:

ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევის შესახებ იუწყება - კიმ ჩენ ინმა საგანგებო სხდომა მოიწვია

ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევის შესახებ იუწყება - კიმ ჩენ ინმა საგანგებო სხდომა მოიწვია

ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსის შესაძლო პირველ შემთხვევაზე იუწყება. ამის შესახებ BBC ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით წერს.

ქვეყნის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, საუბარია ადამიანზე, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში 19 ივლისს დაბრუნდა და მას COVID-19-ის სიმპტომები აქვს.

ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ამ შემთხვევის გამო მუშათა პარტიის საგანგებო სხდომა მოიწვია.

ამასთან აქამდე კიმ ჩენ ინი აცხადებდა, რომ ქვეყანამ კორონავირუსთან დაკავშირებით "ბრწყინვალე წარმატებას“ მიაღწია.

"ბრწყინვალე წარმატებას მივაღწიეთ. დამღუპველი ვირუსის ქვეყანაში შემოსვლა აღვკვეთეთ და სტაბილური სიტუაცია შევინარჩუნეთ. ჯერჯერობით სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ და ანტიეპიდემიურ ფრონტზე არ უნდა მოვდუნდეთ, ვინაიდან ვირუსი მეზობელ სახელმწიფოებში კვლავ არსებობს" - განაცხადა კიმ ჩენ ინმა რამდენიმე კვირის წინ პოლიტბიუროს სხდომაზე.

ცნობისთვის, ოფიციალურად ქვეყანაში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა ამის საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა და მიიჩნევენ, რომ დიქტატორული რეჟიმი რეალურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას მალავს.ეპიდემიის საწყის ეტაპზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი დახვრიტეს, თუმცა ოფიციალურად ეს ცნობა არავის დაუდასტურებია.

გლობალური მასშტაბით, კორონავირუსის ახალი შტამით ამ დროისთვის 16.2 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 648 452 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9,9 მილიონს აჭარბებს.

COVID-19-ის აფეთქების ახალი ეტაპი ესპანეთში - ბრიტანეთმა ის უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

“სად დავარღვიე ადამიანის უფლებები?! პირიქით... ნობელის პრემია უნდა მომცენ" - რას პასუხობს რამზან კადიროვი აშშ-ს?

ჰოლივუდის ოქროს ხანის მსახიობი, "ქარწაღებულნის" ვარსკვლავი, 104 წლის ასაკში გარდაიცვალა