ავტორი:

"მზად ვართ, სანაკრებო თამაშების დროს თოკო საქართველოში გავუშვათ, თუმცა ერთი პირობით", - ცსკა-ს პრეზიდენტი

"მზად ვართ, სანაკრებო თამაშების დროს თოკო საქართველოში გავუშვათ, თუმცა ერთი პირობით", - ცსკა-ს პრეზიდენტი

ცსკა-ს საკათბურთო კლუბის პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ გამოცემა sport-express-ს საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წელს შენგელიას ნაკრებში წასვლა, სპორტული თვალსაზრისით, არც ისე მნიშვნელოვანი იქნება, რასდგანაც "ევრობასკეტის" ფინალურ შეჯიბრზე მონაწილეობა საქართველოს გარანტირებული აქვს.

"მოლაპარაკებების დაწყებისთანავე თორნიკემ NBA-ის საკითხი დააყენა და ამერიკულ კლუბს მისი გამოსყიდვა შეუძლია. თუმცა, შენგელიას თავად სურს კარგ ორგანიზაციაში წასვლა და უბრალოდ NBA-ში ყოფნა მისთვის მთავარი არაა.

რაც შეეხება ნაკრების საკითხს, დიახ ჩვენ მზად ვართ სანაკრებო თამაშების დროს თოკო საქართველოში გავუშვათ, თუმცა ერთი პირობით, ნაკრების შეხვედრა ევროლიგაზე ცსკა-ს მატჩის თარიღს (იმავე დღეს არ უნდა იყოს) არ უნდა დაემთხვეს. დანარჩენი კი კალათბურთელზეა დამოკიდებული, როგორც სურს, ამ უფლებას ისე გამოიყენებს. დარწმუნებული ვარ, გამოსავალს ყოველთვის ვიპოვით.

წელს ნაკრებში წასვლა სპორტული კუთხით მისთვის არც ისე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საქართველო ევრობასკეტის მასპინძელია და ფინალურ შეჯიბრზე მონაწილეობის მიღება გარანტირებული აქვს. გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება 2021-22 წლების სეზონი....განაგრძეთ კითხვა

"ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება..მუსლიმიც ცხონდება, მამათმავალიც..." - ლევან ბერძენიშვილი

"სხვანაირად არ იძინებენ. ტირიან, როცა ვჩერდები" - რა ვიდეო გამოაქვეყნა ნინო სურგულაძემ "ინსტაგრამზე"?

"თეონა, სად არის შენი ქმარი?" - თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ ცისკარიძის მორიგი პროვოკაცია და უჩვეულო "ჩემო ციცინათელა"