ავტორი:

კარანტინის შემდეგ 55 წლის მონიკა ბელუჩი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა - "ასაკის მომატება ასე არავის უხდება" (ფოტოები)

კარანტინის შემდეგ 55 წლის მონიკა ბელუჩი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა - "ასაკის მომატება ასე არავის უხდება" (ფოტოები)

იტალიური სილამაზის სიმბოლოდ აღიარებული მონიკა ბელუჩი კარანტინის შემდეგ ხალხმრავალ ღონისძიებაზე პირველად გამოჩნდა. 55 წლის ლეგენდარული იტალიელი მსახიობი Dolce & Gabbana-სთვის მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

მონიკა ბელუჩის ყველა გამოჩენა საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. მისი სტილი, სამოსი, მაკიაჟი, ვარცხნილობა ადამიანთა ინტერესის საგანი ხდება. გამონაკლისი არც ეს შემთხვევა ყოფილა და მონიკამ ამჯერადაც მოახერხა საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილების დატოვება.

მონიკას მუქი შინდისფერი, მაქმანებით გაფორმებული კაბა ეცვა. მსახიობმა არჩევანი სადა და ბუნებრივ მაკიაჟზე შეაჩერა, სისადავით გამოირჩეოდა მისი ვარცხინლობაც.

"შთამბეჭდავია, ის ყოველთვის ახერხებს ჩვენს გაოცებას",

"ასაკის მომატება არავის უხდება ისე, როგორც მონიკას",

"მომწონს, რომ პლასტიკურ ქირურგიას არ მიმართავს, ამას ქვია ბუნებრივად და ლამაზად დაბერება", - წერენ სოციალურ ქსელებში ფოტოების კომენტარებში.

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?

ეკა მიშველაძის შვილს, ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა!"

"არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი