ავტორი:

"თამუნა იქ ვიღაცამ დაიბარა" - რას ჰყვება გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ბიძა?

"თამუნა იქ ვიღაცამ დაიბარა" - რას ჰყვება გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ბიძა?

18 ივლისს გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ საკუთარი ავტომანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი მწყემსმა იპოვა. მანქანა გაშლილ ადგილას, თეთრიწყაროს ტყეში, სოფელ მაწევნის მიდამოებში იდგა. ადვოკატისა და ექსპერტების თქმით, გვამის შეფერილობისა და მდგომარეობის მიხედვით, ნათელია, რომ გოგონა რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

მომხდარზე ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც გთავაზობთ ნაწყვეტს:

კობა თამაზაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა:

- თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას იმიტომ ვიზიარებთ, რომ თამუნას სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი არა აქვს. ეს ამბავი, ალბათ, მაინც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. თამუნა პერსპექტიული და ძალიან ნიჭიერი გოგონა იყო, მაღალანაზღაურებად სამსახურში მუშაობდა. არ ჰქონდა სტრესი და ფინანსური პრობლემები, სუიციდი რომ გადაეწყვიტა.

- ფიქრობთ, რომ თვითმკვლელობაში ვინმე ჩაერია?

- თამუნა იქ ვიღაცამ დაიბარა. გოლთეთელებმა გვითხრეს, დაბნეული ჩანდა და ვიღაცას და რაღაცას ეძებდაო.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანქანა ადგილზე მერე მიიყვანეს...

- ვერ გეტყვით. ადვოკატი დეტალურად გვეტყვის ყველაფერს.

- ითქვა, რომ ახლობლებმა და პოლიციამაც ის ადგილები მოიარეს და მანქანა არავის შეუმჩნევია. ეს რაზე მეტყველებს?

- მეც ვიყავი იმ მიდამოებში. ის ისეთი ადგილია, შეუძლებელია მანქანის პოვნა ასე გაჭიანურებულიყო. თამუნას პოვნა თავისუფლად შეიძლებოდა თუნდაც, კვირადღეს, როცა 24-საათიანი ვადა გავიდა. როგორც ვიცი, რაღაც სიგნალებით შესაძლებელია გათიშული მობილური ტელეფონის პოვნაც, თუ სანომრე ბარათი არ არის ამოღებული.

- როგორ ფიქრობთ, შეიძლება ჰქონოდა თამუნას საიდუმლო მასალებთან წვდომა?

- ის პროგრამისტი იყო. არ ვიცი, რამდენად გასაიდუმლოებული სამსახური იყო. ესეც გამოძიების დასადგენია.

- მამამ თქვა, ხშირად ტიროდაო. მშობლები არ ჩაეძივნენ მიზეზს?

- დედა ექიმია, მას არ გამოეპარებოდა ეს ამბავი. როდესაც თამარი გულჩათხრობილი იყო, დედა ძალიან განიცდიდა და ეკითხებოდა მიზეზს, ის კი პასუხობდა, ისეთი არაფერია, ჩვეულებრივი თამარი ვარ და ჩვეულებრივი სამსახურიაო. თუ არა სამსახური, სხვას რას მივაწეროთ? მას შეყვარებული არ ჰყავდა. რამდენიმე გულითადი მეგობარი ჰყავდა, გამოძიება მათაც გაესაუბრა და ისინი ხელჩასაჭიდს ვერაფერს ასახელებენ. იხილეთ სრულად

"2 გოგო სხვა მანქანით იყო, ხმამაღლა კამათობდნენო..." - რას ყვებიან გოლთეთის მაცხოვრებლები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტებზე

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა - კადრები სასამრთლოდან

სამართალდამცავი, რომელიც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დღეს დაასახელა, გამოკითხვაზე დაიბარეს