ავტორი:

როგორ სახლებს დადგამენ მარსზე, თუკი მასზე ადამიანისთვის ცხოვრება შესაძლებელი გახდება - სამგანზომილებიანი ფოტოები

როგორ სახლებს დადგამენ მარსზე, თუკი მასზე ადამიანისთვის ცხოვრება შესაძლებელი გახდება - სამგანზომილებიანი ფოტოები

თანამედროვე მეცნიერული მიღწევები, კვლევები გვაფიქრებინებს, რომ თეორიულად, ერთ დღეს მარსზე გადაცხოვრება შესაძლებელი გახდება. დანამდვილებით, ცხადია, ამის შესახებ ჯერ ვერ საუბრობენ, თუმცა უკვე იციან, თუ როგორ სახლებს ააგებენ მარსზე.

ნიუ იორკელმა არიტექტორებმა და გრაფიკული დიზაინის სპეციალისტებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნეს სახლების სამგანზომილებიანი გრაფიკული გამოსახულებები, რომლებსაც ახლა ფოტოებზე ხედავთ. ამ სახლებს მათ "მარშა“ დაარქვეს. აღნიშნულ ინფორმაციას cnbc აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა დიზაინმა გასულ თვეში NASA-ს გამოწვევაში გაიმარჯვა, რაც ნიშნავს, რომ თუკი მარსზე ოდესმე ადამიანთა კოლონიები იქნება, სწორედ ასეთ სახლებში იცხოვრებენ.

ეს სახლები არქიტექტურით მკვეთრად განსხვავდება დედამიწის სახლებისგან. მათ კაფსულის - მომრგვალებული და წაგრძელებული ფორმა აქვთ. შიგნით სპირალური ტიპის კიბე იქნება.

სახლი რამდენიმე დონისგან შედგება და მოიცავს სამზარეულოს, ადგილს მცენარეებისთვის, გასართობ და სავარჯიშო ადგილს, ასევე ლაბორატორიას ასტრონავტებისთვის, ვინაიდან პირველი მაცხოვრებლები მარსზე სწორედ ეს ადამიანები იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ მარსზე ადამიანის ცხოვრების შესაძლებლობაზე სულ უფრო დარწმუნებით საუბრობენ NASA-ს მეცნიერები და ამავდროულად, თანამედროვეობის ყველაზე გამორჩეული და ექსცენტრიკული გამომგონებელი, ილონ მასკი, რომლის მთავარი ოცნებებიც მარსს და ადამიანების მარსზე დასახლებას უკავშირდება.

მასკი თვლის, რომ ყოველივე არც ისე შორეულ მომავალში, 2050 წლისთვის იქნება შესაძლებელი.

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში - ბარები, რესტორნები და ულამაზესი ხედები: სასტუმროს ფოტოები, სადაც შესაძლოა, მალე დასასვენებლად წახვიდეთ

სან დიეგოს ზოოპარკში მაიმუნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს

"ნუთუ ეგონათ, რომ ჩუმად ვიქნებოდით..."-  რაში ადანაშაულებენ ერთმანეთს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და ბუკინგემის სასახლე?